დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო ტრენინგები მედიას
2012/03/19 13:23:30

საქართველო არჩევნებში მეტად აქტიური ქვეყანაა, თუმცა საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად ინფორმირებული იმაში, თუ რა შეიძლება განხორციელდეს თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში, ან არჩევნების დღეს. 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გააქტიურდნენ და საზოგადოების თუ მედიასაშუალებების ინფორმირებულობისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყეს.

 

13 მარტს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ქუთაისის მედიის წარმომადგენლებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა ქუთაისის ოფისში. ტრენინგს რეგიონის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება, ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით, საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომლის ერთი ფაზა მოსახლეობასთან შეხვედრისა, უკვე დამთავრდა. კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, მისი მეორე ნაწილი ითვალისწინებდა, ჟურნალისტებისთვის გაგვეცნო ახალი საარჩევნო კოდექსით შემოთავაზებული ცვლილებები და ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მედიისათვის აქტუალური და საინტერესო იქნებოდა. ეს ტრენინგი მიეძღვნა ახალი საარჩევნო საკითხების და ახალი რეგულაციების გაცნობას. პროექტის ეს ნაწილი დამთავრებულია, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ მედიასთან. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა,“ - აღნიშნა გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ლობისტმა ნინო რიჟამაძემ 

„საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ მედია სექტორი ძალიან დიდ გავლენას ახდენს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სფეროა, რომელმაც ზუსტი და სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. ახლახან შევიდა კოდექსში ცვლილებები. სწორედ მედიასექტორი უნდა იყოს კარგად ინფორმირებული, თუნდაც  წინასაარჩევნო პერიოდის განხილვასთან დაკავშირებით, რათა შეძლოს, ძალიან სწორხაზოვნად და ზუსტად მიაწოდოს ხალხს ინფორმაცია. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა ამომრჩევლის ცნობიერების ამაღლებას, აუცილებლად ჩავთვალეთ მასში ჟურნალისტების ტრენინგის შეტანა და ყურადღება ისეთ საკითხებზე გავამახვილეთ, როგორიც არის საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, წინასაარჩევნო მონიტორინგი, მედიასაშუალებების მიერ პოლიტიკური სუბიექტებისათვის პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფა და ასევე პრესის მხრიდან საგაზეთო ფართის დათმობა. ნაწილობრივ შევეხეთ იმასაც, თუ როგორ ხდება კენჭისყრის პროცესი. ვფიქრობ, რომ ეს არის მეტად სერიოზული პროცედურა, რომ არანაკლები დარღვევა შეიძლება დაფიქსირდეს საარჩევნო დღეს. ამ საკითხში სრულფასოვანი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, როგორც ამომრჩეველს, ასევე - სადამკვირვებლო მისიებსაც და ჟურნალისტებსაც,“ - გვითხრა თეონა გოგიშვილმა, სამართლიანი არჩევნების რეგიონალურმა კოორდინატორმა.

ტრენინგი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. განხილული იყო: საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, მედიის ფუნქციები, მისი უფლებები და მოვალეობები საარჩევნო პროცესში, აკრედიტაციის მიღების წესები, საეთერო დროის განაწილება, კენჭისყრის დღეს მიმდინარე მოქმედებები და სხვადასხვა უფლებები, წინასაარჩევნო აგიტაციის პირობები და სხვა.

ტრენინგის მონაწილეებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სერთიფიკატები გადაეცათ და ასევე დაურიგდათ ამავე ორგანიზაციის მიერ გამოცემული „სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის საარჩევნო საკითხებზე.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1401
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია