დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფარსმანდუკი
2012/02/20 12:42:23

ფართოდ გავრცელებული მცენარეა საქართველოს ტყის ზონებში, იზრდება დაბლობებიდან დაწყებული სუბალპური სარტყლის ჩათვლით. ფარსმანდუკი, როგორც სამკურნალო მცენარე ხალხში უკვე რამოდენიმე საუკუნეა ცნობილი. მას იყენებენ მადისმომგვრელ, ჭრილობების შემახორცებელ და სისხლის დენის შემაჩერებელ საშუალებად ბუასილის და კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

 

ფარსმანდუკის გამონახარში კარგად მოქმედებს ქრონიკული გასტრიტისა და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. (10-20გ ბალახს ერთ ჭიქა წყალში 5-10 წუთს ხარშავენ, იღებენ 1/2 ჭიქას დღეში სამჯერ  ჭამადე 15-20 წუთით ადრე, 25-30 დღის განმავლობაში) სვამენ აგრეთვე ექსტრაქტსაც (30-40 წვეთი 3-4 ჯერ დღეში) და ჩაის სახითაც. ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკის ჩაი ყოველდღიური დიეტისათვის აუცილებელია.

ფარსმანდუკს ადგილობრივი სისხლდენის შესაჩერებლად ხმარობენ. (კბილიდან, ცხვირიდან, ჭრილობიდან და სხვ.) 0,50-0,75 % სტერილურ ნაყენს იყენებენ ფილტვებისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, ფიბრომისა და ანთებითი პროცესების, აგრეთვე ბუასილური სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის კოლიტის, წყლულის, შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.

ასევე ხალხურ მედიცინაში გამოიყენება გულის არითმიის დროს, წვენის სახით, 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე.

საშარდე ბუშტის ანთების დროს რეკომენდებულია შემდეგი ნარევის ნახარში: 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 2 სუფრის კოვზი დათვის კენკრის ფოთლები, ამ ნარევს იღებენ 2 სუფრის კოვზს, ასხამენ 2,5 ჭიქა ცივ წყალს და 5-7 წუთი ადუღებენ. ცეცხლიდან გადმოდგმიდან ნახევარი საათის შემდეგ წურავენ. მთელ ამ გამონახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ 4 ნაწილად.

კუჭის ძლიერი ტკივილების დასაწყნარებლად (სპაზმი) იღებენ შემდეგი ნარევის ჩაის: თითო სუფრის კოვზი სააფთიაქო გვირილას ყვავილებსა და ფარსმანდუკს ერთ ჭიქა მდუღარე წყალს ასხამენ, ამასთან კუჭის არეში თბილ სათბურასაც იდებენ.

ხალხურ მედიცინაში ფარსმანდუკის ფოთლებისა და ყვავილების ნახარშს იყენებენ, როგორც მადისმომგვრელ საშუალებას, ანემიის  და საერთოდ უმადობის, აგრეთვე ბუასილის, სიყვითლის, კანზე არსებული გამონაყარების, რევმატიზმის, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ბრონქების ანთების, თავის ტკივილის სამკურნალოდ და პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ.

ფარსმანდუკი კარგი კოსმეტიკური საშუალებაცაა, მისი ნახარშით იბანენ სახეს ფერისმჭამელების მოსაცილებლად.

 

თამარ ასკურავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია