დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კორონავირუსის დასამარცხებლად...
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღემდე მოთავსებულ 100-მდე პაციენტიდან, კორონა ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2020/03/19 18:57:34

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომით მყოფ ექვს პირს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა.

 

კლინიკაში პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს. ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია და მკურნალობა უტარდებათ. ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტია, მათგან ერთი ბავშვია. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ. ყველა მათგანს მოგზაურობის ან მოგზაურობაში მყოფ პირებთან კონტაქტის ისტორია აქვს.

 

ექიმი თემურ ნადირაძე აცხადებს, რომ ქუთაისის ლაბორატორიაში კვლევების ჩატარებამ, მათ მუშაობა გაუადვილა, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს მადლობას უხდის.

 

შეგახსენებთ, კორონა ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში “CoVid-19”-ის სავარაუდო სიმპტომების მქონე ასამდე პაციენტი მოთავსდა. უკვე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია