დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აშშ საელჩო მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს
2011/12/26 13:21:20

20 დეკემბერს ქუთაისის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აშშ  საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პრეზენტაცია შედგა. მას ესწრებოდნენ ქუთაისის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

აღნიშნული პროგრამის ადმინისტრირებას ახორციელებს აშშ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ელჩის მოადგილისა და განყოფილების ხელმძღვანელის თავმჯდომარეობით.

ბიბლიოთეკაში პრეზენტაციას უძღვებოდნენ აშშ საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების საგრანტო პროგრამების კოორდინატორები- სოფიო გეგეჭკორი, ნინო გაგუა და გიორგი გაბუნია.

როგორც სოფიო გეგეჭკორმა აღნიშნა, გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 24000 აშშ დოლარს.

„პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ მიმართულებებს: სამოქალაქო ჩართულობა (საზოგადოებასთან ინფორმირებულობა საარჩევნო პროცესის შესახებ და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში): ეკონომიკური განვითარება: (ფინანსური თვითუზრუნველყოფის მიღწევის ხელშეწყობა; სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება); ადამიანის უფლებების დაცვა (ადამიანის უფლებებზე საზოგადოების ინფორმირება; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა; გენდერული ბალანსის ხელშეწყობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ კამპანიის ხელშეწყობა);

სახელისუფლებლო პროცესების გამჭვირვალობა და კანონის უზენაესობა: (სამართლებრივი რეფორმების განვითარების ხელშეწყობა; მედიის უფლებების ადვოკატირება; ჟურნალისტური ეთიკის ხელშეწყობა.).“

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობო, საგანმანათლებლო და მედია ორგანიზაციებს.

„რაც შეეხება აპლიკაციების საბოლოო ფინალისტების დადგენას, სჭირდება ექვსი თვე. ივნისი არის ფინალისტების გამოვლენის დღე. კომისია შემდგარი იქნება ამერიკელი თანამშრომლებისგან. ყველაზე დიდი პრიორიტეტი კი რეგიონებია. თუ გადავხედავთ კონკურსებს, ყოველთვის რეგიონებია დაფინანსებული. რაც შეეხება თემატურ დაყოფას, ვცდილობთ თანაბრად დავყოთ. ანუ რომელიმე პრიორიტეტული პროექტი პრიორიტეტული არაა,“ - აღნიშნა სოფიო გეგეჭკორმა.

პროექტები მიიღება 2012 წლის 16 იანვრამდე. ვაშინგტონის სახელმწიფო დეპარტამენტი კი კომისიის განხილვის შემდეგ იღებს დაფინანსების საბოლოო გადაწყვეტილებას.

კოორდინატორმა ნინო გაგუამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: კონკურენტუნარიანობა რომ იყოს დაცული, აუცილებელია პროექტი იყოს გამართული, საინტერესო. უმთავრესია, მითითებული იყოს ამ პროექტის მიზანი, მიზნებში უნდა აღიწეროს პრობლემა, თუ რატომ არის აუცილებელი ამ პრობლემის გადაჭრა და ცხადია სამომავლო გეგმები.

პრეზენტაციაზე არასამთავრობოების წარმომადგენელთა მხრიდან გაიმართა მცირე დისკუსია მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ამ ეტაპზე მათ პროექტებში სწორედ საარჩევნო პროცესზე და არჩევნებში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობაზეა ყურადღება გამახვილებული. სოფიო გეგეჭკორის თქმით, ამ მხრივ პროექტი არ უნდა იყოს ზედმეტად პოლიტიზებული, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ განიხილება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია