დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ოქროს ხარისხის გვირგვინი“ - ჩვენს „მარიონელას!“
2011/12/26 13:11:08

საქორწილო კაბებისა და აქსესუარების მოდის სახლი „მარიონელა“ პარიზში, საკონკურსო კომიტეტზე იყო წარდგენილი. ქართულ კომპანიას „ოქროს ხარისხის გვირგვინი“ გადაეცა. კონკურსი საფრანგეთში, პარიზში გაიმართა, სადაც მსოფლიოს 46 ქვეყნის წამყვანი ტანისამოსის ბრენდები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ დაჯილდოებას ესწრებოდნენ საფრანგეთში საქართველოს ელჩი, „მარიონელას“ დამფუძნებლები, ქალბატონები მარინა უგულავა და ლელა ტურძელაძე, ქართველი მოდელი ქრისტი ძიძიგური.

„ჩვენს სალონს 2004 წლიდან მიანიჭა საკონკურსო კომიტეტმა ხარისხის ნიშანი და იმის შემდეგ, აი, ამ ხარისხს ვატარებთ. ასევე ყოველწლიურად ხდება შემოწმება ხარისხის. ჩვენთვის ეს პრიზი ძალიან სასიხარულოა, რადგან ისეთი დიდი ბრენდი, როგორიცაა შანელი, აი, ამ ხარისხის მატარებელია.“ - განაცხადა „მარიონელას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარინა უგულავამ, რომელსაც ტელეფონით მივულოცეთ ეს უდიდესი გამარჯვება.

საკონკურსო კომიტეტი სხვადასხვა ბრენდს ოქროს, პლატინასა და ბრილიანტის კატეგორიას ანიჭებს.       „მარიონელა“ მომავალში მთლიანად ხარისხის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია