დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მარმარილომ ვერ გაამართლა, ახლა ქვაფენილი გვჭირდება...
2011/11/14 14:22:10

რეაბილიტირებულ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეა, ქვაფენილის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოპირკეთება ტერიტორიაზე ორიოდე წლის წინ განხორციელდა, მარმარილოს ქვაფენილებმა მძიმე წონის ტრანსპორტის მოძრაობას ვერ გაუძლო და ნაწილი ამოცვივდა, ნაწილი კი დაიბზარა.

საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს მივმართე.

„გეგმური რეაბილიტირება დაიწყო განახლებულ ქუთაისში, ვცვლით მარმარილოს ქვაფენილს, რადგან აღნიშნულმა ტერიტორიამ კომერციული დატვირთვაც შეითავსა. იქვე არის სასტუმროც. აქედან გამომდინარე, ხშირად მძიმე ავტომანქანებსაც უწევთ ამ გზებზე სიარული. თავდაპირველად ეს ადგილი მხოლოდ ფეხითმოსიარულეთათვის იყო განკუთვნილი, მარმარილოს ფილებმა ვერ გაუძლო და დაზიანდა, ამიტომ ამოვიღეთ ეს ფილები და ქვაფენილი ჩავსვით აქაც,“ - განაცხადა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

პროექტს შპს „თ.გ.გ.დ.“ ახორციელებს. ეს სამუშაოები „სულ რაღაც“ 16 150 ლარი ჯდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია