დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"სტუდჰაბის" ტრენინგები ჟურნალისტიკით დაინტერესებულთათვის ქუთაისში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/03/23 15:01:49

ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით  „ქუთაისის  უნივერსიტეტში" მიმდინარეობს  არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდჰუბ’’-ის მიერ ორგანიზებული ოთხდღიანი ტრენინგ–კურსი თანამედროვე ჟურნალისტიკაში . ამ ტრენინგის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდჰაბი’’


 ორგანიზაციის მიზანია ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმაროს მცირე დროში ჟურნალისტიკის საფუძვლებისა და სამუშაო ინსტრუმენტების შესწავლაში . თანამედროვე სამყაროში ინფორმაცია ყველაზე ძვირად ფასობს, ამით აიხსნება ჟურნალისტიკისადმი მზარდი ინტერესი. მედიამ მოიცვა ადამიანური ურთიერთობის ყველა სფერო და საზოგადოებრივი სივრცე.

 

 თანამედროვე ჟურნალისტიკა სოციალური მართვის ინსტრუმენტად მოგვევლინა და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მისი საფუძვლებისა და სამუშაო სტრატეგიების შესწავლა.

 

გარდა თეორიული ცოდნისა, რასაც მონაწილეები ადგილზე მიიღებენ, მათ შანსი ექნებათ კონკურსის საშუალებით სპეციალური პრიზის – პლანშეტური კომპიუტერის მფლობელები გახდნენ.  ტრენინგს ესწრებიან ,როგორც პრაქტიკოსი ჟურნალისტები,ასევე დამწყები და ჟურნალისტიკის  მიმართულების სტუდენტები. ტრენინგი ქუთაისში 24 მარტს დასრულდება.

 

ტრენინგს უძღვებიან  პრაქტიკოსი ჟურნალისტები : გოგა ქუცნიაშვილი- რადიო „კომერსანტის წამყვანი, შოთა ნოზაძე ტელეკომპანია „იმედი“-ს კორესპონდედნტი და თამთა ჯინჯოლავა,ბლოგერი, რადიო „კომერსანტის" წამყვანი.

სემინარები მოიცავს შემდეგ თემებს:

 რა არის ჟურნალისტიკა და ვინ არის ჟურნალისტი; პროფესიული ეთიკა; ოპერატორისა და ჟურნალისტის თანამშრომლობა; საგაზეთო ჟურნალისტიკა; ფოტოჟურნალისტიკა; ესსეების კონკურსი

 

„ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები ადამიანებთან, რომლებსაც სამომავლო პროფესიად ჟურნალისტიკა აქვთ შერჩეული, მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 4 დღიანი შეხვედრის ფარგლებში სწავლობენ იმ ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დამწყებმა ჟურნალისტმა უნდა იცოდეს. ტრენინგის კურსი დაეხმარება მათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგებაში, რომელიც სამომავლოდ, მათ პროფესიაში აუცილებლად გამოადგება.“- ამბობს ერთ-ერთი ტრენერი გოგა ქუცნიაშვილი.

 

 აღნიშნულ პროექტს ქუთაისში მხარს უჭერს: სასტუმრო კომპლექსი "ბაგრატი 1003" ; რესტორანი „ელეონი“; და  „ ქუთაისის უნივერსიტეტი“ .

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია