საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრები და სასწავლო ვიზიტები ონის საჯარო სკოლებისთვის
2015/10/31 19:36:55

სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, 27 ოქტომბერს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ღებისა და უწერას საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საინტერესო შეხვედრებსა და სასწავლო ვიზიტებს გაუკეთდა ორგანიზება.


კლუბის წევრები ონის გამგებელს გიორგი ლობჯანიძეს და მის მოადგილეს ირმა მაქარაშვილს შეხვდნენ. გამგებელი თვითმმართველობის კომპეტენციების შესახებ ესაუბრა ბავშვებს. კლუბის წევრებმა დაუსვეს შეკითხვები მათ ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ. რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.


 

კლუბის წევრები საკრებულოს თავმჯდომარეს ქალბატონ შუქურა ჯაფარიძეს შეხვდნენ, რომელიც საქართველოში საკრებულოს ორი ქალი თავმჯდომარედან ერთერთია


მოსწავლეები სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სსიპ პროფესიულ კოლეჯ ,,ერქვანში'', სადაც დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები, გაეცნენ თაფლის დამზადების პროცედურებს.
ასევე საინტერესო აღმოჩნდა სასწავლო ვიზიტი ამბროლაურის ღვინის ქარხანაში "როიალ ხვანჭკარა".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია