დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქი სამტრედიაში
2011/11/07 13:50:34

2 ნოემბერს სამტრედიის რაიონის დაბა კულაშს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეწვია. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა ნაზარეს სახელობის ტაძარი მოინახულა და მრევლიც დალოცა. მოგვიანებით კი სამტრედიის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა უწმინდესთან შეხვედრისას ღონისძიებაც გამართეს.

3 ნოემბერს კი პატრიარქმა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი საზეიმოდ გახსნა და წირვაც აღავლინა. ტაძარი 1994 წლიდან შენდებოდა და დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდია მოცულობით, გელათის საკათედრო ტაძრის შემდეგ. ეკლესიის მშენებლობისთვის ქვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაა ჩამოტანილი და სხვადასხვა ფერისაა.

- ამ დიდებული დღისთვის დიდება უნდა შევწიროთ უფალს. გვახსოვდეს, რომ უფალი მეფობს და უფალი აკეთებს ყველაფერს... დავით წინასწარმეტყველმა ისრაელი გააერთიანა და დიდებით შედიოდა იერუსალიმში. მან ხალხს უთხრა, რომ ის კი არ მეფობს, არამედ - უფალია მეფე და განმგებელი. ჩვენ ვევედროთ ღმერთს, რომ მშვიდობა მოგვცეს. ვილოცოთ საქართველოს გასამთლიანებლად. მალე დაგვბრუნებოდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. მადლობა უფალს, ჩვენთან არს ღმერთი. დღევანდელ დღეს ვულოცავ მაღალ-ყოვლად უსამღვდელოეს მიტროპოლიტ საბას, რომელიც ძალიან ბევრს იღვწის და ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორ შრომობს ის თავისი მრევლისთვის - განაცხადა პატრიარქმა ქადაგების დროს. უწმინდესმა ასევე რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით.

3 ნოემბერს ტაძრის გახსნასთან ერთად სამტრედიობა აღინიშნა. მოგვიანებით კონცერტიც გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი ესწრებოდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1703
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია