დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა
2013/07/06 22:41:22

დღეს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა.  "ქუთაისის საზოგადოებრივი დარბაზი"  ყველა მოქალაქეს საშუალებას მისცემს გამოხატოს თავისი შეხედულება და აქტიურად ჩაერთოს ქალაქის მართვაში.

"საზოგადოება მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს და ჩაერთოს საკუთარი ქალაქის მართვის პროცესში. ჩვენ ვართ აპოლიტიკური ადამიანები. არ ვეკუთვნით არც ერთ პოლიტიკურ ძალას.  ჩვენ  მობილიზებას გავუკეთებთ ადამიანთა ჯგუფებს და ვაიძულებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, გაგვიწიოს ანგარიში და გაითვალისწინოს ჩვენი აზრი.  ხალხს ძალიან დიდი ძალა აქვს და ეს უნდა იგრძნოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ" – ამბობს არასამათავრობო ორგანიზაცია "რეფორმების მხარდამჭერ მედიკოსთა ასოციაციის"  აღმასრულებელი დირექტორი ფიქრია ბერაძე.

"ქუთაისის საზოგადოებრივი დარბაზი" პერიოდულად გამართავს შეხვედრებს, სადაც    ქალაქისთვის მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიები გაიმართება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1398
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია