დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შიდსი წინააღმდეგ – სემინარებით...
2011/10/27 14:05:26

USAID-ის აივ-ინფექციის პრევენციის პროგრამის ფარგლებში 24 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მწვანე დარბაზში საქართველოს ბავშვთა და ქალთა კავშირის წევრებმა სემინარი ჩაატარეს.

ისინი სტუდენტებს ალკოჰოლის, ნარკოტიკის, თამბაქოსა სავნებლობასა და შიდსის გამომწვევ მიზეზებზე ესაუბრებოდნენ. პროგრამის ფარგლებში  სემინარი საქართველოს ექვს ქალაქში გაიმართება.

„14-დან 20 წლამდე მოსწავლეებსა და სტუდენტებს ვხვდებით და ვესაუბრებით ჯანსაღი ცხოვრების წესზე. უნივერსიტეტში მოსვლამდე  ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ვიმყოფებოდით,“ - განაცხადა საქართველოს ქალთა და ბავშვთა კავშირის წევრმა გიგა აბაშიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით მიმდინარეობდა, რითაც სტუდენტები  ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ. მათი თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის სემინარები ხშირად უნდა იმართებოდეს.

„ვფიქრობ, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამბაქო და შიდსი - ეს მსოფლიოს პრობლემაა, თუმცა საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას,“ - აღნიშნა სტუდენტმა ნინო ჯანელიძემ.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ბუკლეტები დაურიგეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1347
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია