დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკომ სოფლის აბულატორიების ექიმებს სამედიცინო ჩანთები და მედიკამენტები გადასცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/24 14:47:06

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სეერგეენკო ქუთაისში, კლინიკა " ელ ჯი"-ში იმერეთის სამედიცინო საზოგადოების წამომადგენლებს შეხვდა.

 

შეხედრაზე, რომელიც რეგიონული შეხვედრების ერთ-ერთი ნაწილია, მინისტრმა იმერეთის სოფლის ამბულატორიების მუშაობის ახალ მოდელზე გადასვლასა და არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.


"ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ გავმართეთ შეხვედრები, დავსახეთ სამოქმედო საკითხები და ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. ამჟერად შევიკრიბეთ, რადგან მოვისმინოთ ანგარიში და გავეცნოთ მიმდინარე საკითხებს"-განაცხადა სერგეენკომ.


დღესვე იმერეთის რეგიონის სოფლის ამბულატორიების ექიმებს მინისტრმა სამედიცინო ჩანთები და მედიკემანტები გადასცა. ამ დრომდე ექიმები მედიკამენტებს თავად ყიდულობდნენ.


სექტემბრიდან კი სამედიცინო პერონალი სოფლებში რესეპტებს მიიღებს, რის შემდეგაც დანიშნულება რეცეპტით გაიცემა.


ამბულატორიების თანამედროვე მოდელზე გადასვლის პროცესში სოფლის ექიმების დაფინანსება 30%-ით გაიზარდა.

 

'სოფლის ექიმის პროგრამის" ფარგლებში სერგეენკომ დღეს ახალი ამბულატორია თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში გახსნა. საერთო ჯამში კი საქართველოში რამდენიმე ათეული ამბულატორია აშენდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2716
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია