დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს თბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/01/31 14:23:04

დღეს, 31 იანვარს, 18:00  საათზე, ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ღვაწლმოსილი ქართველი საოპერო მომღერლის მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. საპრემიერო სპექტაკლი „აბესალომ და ეთერი“ სწორედ ცნობილ სოპრანოს მიეძღვნება.

 

მედეა ამირანაშვილი

 

სახალხო არტისტმა მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა . სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ . ინაშვილის კლასი). იმავე წელს შედგა მისი დებიუტი . ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (მარგარიტა, გუნოს "ფაუსტი"), რის შემდეგაც წლების განმავლობაში იყო თეატრის წამყვანი სოლისტი; ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერტაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), მიმი (პუჩინის "ჩიო­ჩიო­სანი" და "ბოჰემა"), ლეონორა, ვიოლეტა (ვერდის "ტრუბადური" და "ტრავიატა"), ელზა (. გაგნერის "ლოენგრინი") და სხვა


***

როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი საზეიმოდ 30 იანვარს, სპექტაკლით „აბესალომ და ეთერი“ გაიხსნა. ახალი დადგმის რეჟისორიაგიზო ჟორდანიამხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილიწამყვან პარტიებს შეასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები არმაზ დარაშვილი და ხათუნა ჭოხონელიძე.სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები - ნიკოლოზ ლაგვილავაირინა ალექსიძეგოჩა დათუსანი, ნინო ჩაჩუა, მანანა იორდანიშვილი, თამაზ საგინაძე, გია მახარაძე; დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილიქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი;

სპექტაკლის ყველა კოსტიუმი „სამოსელი პირველის“ მიერ არის შეკერილი.

 

აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება ასევე 2 და 21 თებერვალს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია