დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
2011/05/23 12:32:55

19 მაისს დავით კაკაბაძის სახელობის გალერეამ პოლონეთის ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა. გამოფენის ორგანიზატორი საქართველოს კულტურის ხელშეწყობის და განვითარების ფონდია, მისი მხარდამჭერი კი პოლონეთის საელჩოა. ფოტოგამოფენას პოლონეთის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ვიქტორ შიშტოპოლსკი ესწრებოდა. ჩვენთან საუბარში მან ქართულ მხარეს პოლონეთის ტრაგედიის გაზიარებასა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ორგანიზატორებმა გალერეაში მისულ დამთვალიერებლებს პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის  და მისი დაკრძალვის ამსახველი ფოტოკოლაჟი წარუდგინეს.

გიორგი გუგუშვილი, ორგანიზატორი: „10 აპრილს პრეზიდენტის და პოლიტიკური ელიტის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა, ჩვენ ეს გამოფენა სწორედ 10 აპრილს გავხსენით თბილისში, ახლა კი დაგვაქვს რეგიონებში, რათა მოსახლეობას ჰქონდეს მისი ნახვის საშუალება. თბილისის შემდეგ გამოფენა პირველად ქუთაისში ჩამოვიტანეთ, შემდეგი, სადაც გამოფენა გაიმართება, იქნება ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი და ბოლოს - გორი. პირველ სექტემბერს კი გამოფენას, სამძიმრის წიგნს და წერილებს ვარშავაში ჩავიტანთ, რაც იქნება იმის ჩვენება, თუ როგორ შეხვდა საქართველო პოლონეთის ტრაგედიას.“

ფოტოგამოფენას თან ახლდა სამძიმრის წიგნი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო თავისი სამძიმარი და თანადგომა ჩაეწერა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისრაელის ელჩი ესწრებოდნენ. მათ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის და საქართველოს ახლო ურთიერთობაზე ისაუბრეს, თავიანთი გულისტკივილი გამოთქვეს.

ლაშა მაქაცარია, პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში: „უდიდესი მეგობარი დაკარგა ჩვენმა ქვეყანამ და არა მხოლოდ ქვეყანამ, იმიტომ, რომ ის იყო ჩვენი ხალხის მეგობარი, მნიშვნელოვანი და საინტერესოა ის, რომ გამოფენა ჩვენს ქალაქშია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლის ეპიცენტრში იყო პრეზიდენტი კაჩინსკი, ვიხსენებთ მოვლენებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა. ეს არის ისტორია, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია