დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ველოსიპედისტი და ცხენოსანი პრეზიდენტები
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/12/25 13:10:34

 სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა თვალყურს ყოველთვის ადევნებს ხელისუფლების წარმომადგენელთა ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, თუმცა სახელმწიფოს პირველი პირების შესახებ ინტერესი ძალიან დიდია. სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებდნენ აზრს ადამიანები მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის ველოსიპედითა და ცხენებით სეირნობის შესახებ. აქვს თუ არა სააკაშვილისა და მარგველაშვილის ქცევას საერთო? ხომ არ ემსგავსებიან ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ერთმანეთს?


საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტ, ანალიტიკოსარჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ სხვაობები ბევრად მეტი მოჩანს, ვიდრე საერთო.

 

 

„რადგან საზოგადოებაში გაჩნდა მეტაფორა „ცხენოსნობისა“ და „ველოსიპედისტობისა“, ანუ პრეზიდენტ მარგველაშვილის ცხენოსნობა შეედარა პრეზიდენტ სააკაშვილის ველოსიპედით სეირნობის სიყვარულს, ცხადია, გარკვეული მესიჯებიც შეიძლება ამოვიკითხოთ, ძირითადად, საუბრობენ ამ მეტაფორულ მსგავსებაზე, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის იმიჯმეიკინგი ჯერ არ მოჩანს ჩამოყალიბებულად. პრეზიდენტ სააკაშვილის საიმიჯო მახასიათებლებისაკენ სწრაფვა კი უკეთ მოჩანდა.

 

სააკაშვილი ცხიდობდა, საკუთარი თავი გამოეხატა როგორც ტიპი თანამედროვე ლიდერისა, რომელიც თან პირველია, თან ჩვეულებრივი რიგითის ფუნქციებს ითავსებს, ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ შეუძლია სადღაც ქუჩაში მიდიოდეს, ველოსიპედით გადაადგილდებოდეს, მგზავრობდეს ავტომობილით სხვებთან ერთად (ეს უკანასკნელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოიყენა) და ა.შ. თუმცა, ამ თვითგამოხატვის მიუხედავად, ხალხი მაინც უფრო ხედავდა მის პოსტსაბჭოურ მახასიათებლებს, ბელადიზმის თვითგამოვლინებას, კომფორტისაკენ განსაკუთრებულ სწრაფვასა და ა.შ.

 

რაც შეეხება მარგველაშვილს, მისი იმიჯმეიკინგი ჯერ მის პოზიციონირებაზეა აგებული, თუმცა მაინცდამაინც კარგად არ მოჩანს მისი სტრატეგიული ხაზი, ასევე ჯერ არ არის გააქტიურებული მუშაობა იმიჯმეკინგში მისი თვითგამოხატვის ფორმაზე, მის გარე იმიჯმეიკინგზე. მიუხედავად ამ ორი მეტაფორმული ასოციაციისა, ამ ორ საზომს განსაკუთრებულად ვერ შევადარებდი, სხვაობები ბევრად მეტი მოჩანს, ვიდრე საერთო,“ – ამბობს საზო გადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია