დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშს სასჯელაღსრულების სამინისტროში აპროტესტებენ
2011/04/18 12:26:49

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშს სასჯელაღსრულების სამინისტროში აპროტესტებენ

 

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მოგვიანებით დისკუსია პარლამენტს გასცდა და საჯარო განხილვის თემაც გახდა. ანგარიშში ერთ-ერთი მთავარი ადგილი სასჯელაღსრულების სისტემაში, კერძოდ - საპატიმროებში არსებულ ვითარებას ეკავა. როგორც სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის მოხსენებაში წერია, მონიტორინგის შედეგად 2010 წელს შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა: საპატიმროებში გადატვირთულობის პრობლემა, არასათანადო მოპყრობა ადმინისტრაციის მხრიდან, დაკავების დროს ძალის გადამეტება, ასევე შეზღუდულია პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ხელმისაწვდომობა, არ ხდება ფაქტების სრულყოფილად გამოძიება. რომ ანგარიშში კონკრეტული ფაქტებით გამყარებულია თითოეული მოსაზრება.

მონიტორინგის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში ნომერ პირველ პრობლემად პატიმართა სიკვდილიანობის ზრდა სახელდება. სახალხო დამცველი კატეგორიულად არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში „სიკვდილიანობის ზრდა პატიმრების, ზრდის პროპორციულია“. ევროპასთან შედარებით, 2008 წლის მონაცემებით საქართველოში პატიმართა სიკვდილიანობის დონე 20 პროცენტით მაღალია.

რაც შეეხება გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის ხელოვნურ შემცირებას, უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან მიღებულ კორესპონდენციაში, როგორც წესი, არ არის მითითებული იმ პატიმრების მონაცემები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. ანგარიშში კონკრეტულ ფაქტად პატიმარ ნადიმ ცეცხლაძის შემთხვევაა მოყვანილი, რომელიც გარდაცვლილ პატიმართა სიაში არ ფიგურირებს. სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადგილი აქვს გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის ხელოვნურ შემცირებას და ეს მანკიერი პრაქტიკა რამდენიმე წელია არსებობს.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მომაკვდავი პატიმრების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე. 2010 წელს თბილისის  სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობამ გარდაცვლილთა თითქმის 46% შეადგინა.

სახალხო დამცველის პრევენციის და გეგმური თუ არაგეგმური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალაქის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი და გარდაცვლილი პატიმრების დიდ ნაწილს დაავადების გართულებული ფორმები აღენიშნებოდათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველადი ჯანდაცვის პუნქტები არ არის აღჭურვილი შესაბამისი ინვენტარით, დაწესებულებათა უმეტესობას არ გააჩნია, ელემენტარულად, ელექტროკარდიოგრაფიც კი. სახალხო დამცველის წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტებზეც, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიერ განიხილება დანაშაულად.

ცალკე საუბრის თემაა პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, დაგვიანებული ექსპერტიზა და დაუსრულებელი გამოძიება.

სახალხო დამცველის ანგარიში არ წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელმაც მიზანმიმართულად და დეტალურად უნდა ასახოს, თუ რა დადებითი ძვრები მოხდა, პირიქით, კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომლებიც არღვევენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ“.

 

***

ომბუდსმენის ანგარიშმა კითხვა-პასუხის სახე მიიღო. გიორგი ტუღუშის მოსაზრებას, თავის მხრივ, არგუმენტებით და განცხადებითვე უპასუხა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ტატო ქელბაქიანმა. 

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ: „სახალხო დამცველის ფუნქციაა, მოიკვლიოს ინფორმაცია ნებისმიერი პირისგან დახურულ სისტემაში და მიიღოს ცალმხრივი ინფორმაცია, თუმცა ეს საჭიროებს გადამოწმებას და გამოძიებას. ომბუდსმენმა არ უნდა გადაწყვიტოს, რომ უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტი, რომელიც პირისგან მიიღო; გამოძიება იმისათვის არსებობს, როდესაც ხდება ინფორმაციის მიღება, საჭიროა გადამოწმება, ეს შეიძლება იყოს მართალიც და ტყუილიც, ამიტომ დასკვნების გაკეთება, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, არასწორია.

რაც შეეხება ანგარიშში ხსენებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, მათზე გამოძიებას იწყებს პროკურატურის საგამოძიებო ორგანო, თვითონ ანგარიშშიც არის ნახსენები, რომ მასალა გადაეგზავნა პროკურატურას და დაიწყო გამოძიება.

არავინ დაობს იმაზეც, რომ სიკვდილიანობის ზრდასთან ანგარიშში ნახსენები ციფრი რეალურია, თუმცა არ ვიცი, პროცენტული მაჩვენებელი სახალხო დამცველმა რა ფორმულით გამოიყვანა, პროცენტული მაჩვენებელი არ არის სწორი და ავხსნი, რატომ: ჯერ ერთი, მძიმეა ადამიანის სიცოცხლეზე პროცენტებით ილაპარაკო და გარკვეული ფორმულები გამოიყვანო, თუმცა, როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას ისმენ, ამას უნდა გაეცეს პასუხი. სიკვდილიანობის ზრდა პატიმრების ზრდის პროპორციულია, ჩვენთვის ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ძალიან დიდი ტრაგედიაა და უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან, ამისათვის არის, ზოგადად, ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ტერმინი  „სიკვდილის ექსპორტი“, რითაც სახალხო დამცველი მომაკვდავი პატიმრების ციხეებიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას აფასებს და აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრების სიას ხელოვნურად ამცირებს და სტატისტიკურ მონაცემებში არ შეჰყავთ დაწესებულების გარეთ გარდაცვლილი პატიმრები, - არის აბსოლუტურად  უპასუხისმგებლო განცხადება. არის შემთხვევები, როდესაც, თავისუფლებაში მყოფი ადამიანის მსგავსად პატიმრის მდგომარეობაც მძიმეა და საჭიროა რომელიმე სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა. მოხდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სხვა კლინიკაში გადაყვანილი ადამიანების გადარჩენა ვერ მოხერხდა, რა საფუძველია, ვინმემ დაასკვნას, რომ ეს არის მიზანმიმართული? რაც შეეხება სტატისტიკას, პატიმარი გარეთ გარდაიცვლება თუ ციხეში, არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ირიცხება პენიტენციალურ და სასჯელაღსრულების სისტემაში და ჩვენს სტატისტიკაში ჯდება. არ არის კონკრეტული დასაბუთებული ფაქტები, ეს არის მხოლოდ ვარაუდი და ეჭვი. გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ გასული წლის განმავლობაში სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში  გადაყვანილ იქნა 786 პატიმარი და მხოლოდ 70-მდე გარდაცვალების ფაქტი იყო. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავს და ამის ფონზე უფრო არასერიოზულად მიმაჩნია ეს განცხადება.“

წერილში ნათქვამია, რომ პატიმართა მდგომარეობის გამოსწორების კუთხით სახელმწიფომ შეიმუშავა ცალკე სტრატეგია, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას. ესენია: პირადი ჯანდაცვის განვითარება, ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამასთან ინტეგრაცია, ე.წ. ტეპი, დაიდო შეთანხმება ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრთან, რომ მოხდეს ინტენსიური თანამშრომლობა. უკვე დაწყებულია 450 კაცზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის მიზანიც ამ სისტემის მეტად ცენტრალიზებაა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის განცხადებით, ანგარიშში არაფერი წერია სამედიცინო კუთხით განხორციელებულ მიღწევებზე. მთელს სისტემაში ყველა პატიმრისათვის დაინერგა ინდივიდუალური ფაილები, ანუ შემოსვლისთანავე ყველა პატიმრისათვის წარმოებს სამედიცინო დოკუმენტი. შემოსვლისას ხდება ანალიზი - რა დაავადებით შემოვიდა პაციენტი და შემდგომ რა მკურნალობა გაიარა. ასევე პირველადი ჯანდაცვის რამდენიმე პუნქტი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით და სტომატოლოგიური კაბინეტი შეიქმნა მთელს სისტემაში. იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება. 

სახალხო დამცველის ბრალდება რამდენიმე დაწესებულებაში საჭირო ხელსაწყოების არქონაზე და ვითომ გარემონტებაზე - სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა პუნქტს აქვს საჭირო ინვენტარი , ნორმალური ვინტილაცია, აქ ხდება საჭირო დახმარების აღმოჩენა, თუმცა გასაკვირია, სახალხო დამცველმა თავისი პირვანდელი მოსაზრება რატომ შეცვალა და ამ სამედიცინო პუნქტებს გაუგებარი ტერმინი „სათავსოები“ რატომ უწოდა. თუკი მათ ექნებათ რკინის კარი და გისოსები, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან იქ პატიმრები იმყოფებიან. დაწესებულებების ინვენტარით აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

არც ისაა სი­მარ­თლე, თით­ქოს ფი­ნან­სების გაზ­რდის მიუხედა­ვად, მე­დი­კა­მენ­ტები არ არის და ტენ­დე­რი გვი­ან­დება. ხარ­ვე­ზები მარ­თ­ლაც იყო ექი­მების საქ­მი­ა­ნობაში, ამი­ტომ სა­მი­ნის­ტრომ სა­მი ექი­მი პა­სუხის­გებაში მის­ცა დის­ციპ­ლი­ნუ­რი წე­სით, ხდება ამ საქ­მეების კვლე­ვა. სის­ტე­მა­ში მუ­შაობს ფსი­ქო­ლო­გი­სა და ფსი­ქი­ატ­რის ინ­სტი­ტუ­ტები, თუმ­ცა, მიუხედა­ვად ამი­სა, არის სუ­ი­ცი­დის შემთხვე­ვები. ასე­თი ფაქ­ტები არ­სებობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში და მა­თი აცი­ლება, სამ­წუხაროდ, ყოველ­თვის ვერ ხერხდება. მომხდარ ყვე­ლა ფაქტს - იქ­ნება ძა­ლა­დობა, დაგ­ვი­ა­ნებული მკურ­ნა­ლობა თუ სხვა - ექ­სპერ­ტი­ზა იძიებს და არ­გუ­მენ­ტის გა­რე­შე მა­თი თქმა არას­წო­რია. მიმ­დი­ნა­რე წელს ამოქ­მედ­დება გრძელვა­დი­ა­ნი და ვი­დეოპა­ემ­ნები. რაც შეეხება პა­ტი­მარ­თა შვებულებას, ამან არ გა­ა­მარ­თლა, რად­გან თავ­მდები სა­ზო­გა­დოებისათ­ვის ცნობილი პი­რი უნ­და იყოს, და სამ­წუხაროდ, ამ მხრივ და­ინ­ტე­რე­სება ძა­ლი­ან დაბალია.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გებული­ა, იყო გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზები, მი­ვი­ღეთ შე­საბამი­სი ზო­მები და ამის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი გრძელ­დება, ჩვენ ძა­ლი­ან გვინ­და, რომ პრობლე­მა ერთ დღე­ში გა­და­იჭ­რას, თუმ­ცა ეს ნამ­დვი­ლად ვერ მოხდება. უბრა­ლოდ, ფაქ­ტი­ა, რომ სახელ­მწი­ფოს ძა­ლისხმე­ვა ამ მხრივ არის უკომ­პრო­მი­სო და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შაობას“ - აღ­ნიშ­ნავს ქელბაქი­ა­ნი.

***

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სახალხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სასჯელაღ­სრუ­ლებისა და პრობაცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა სუ­ლაბერი­ძე თა­ნამ­დებობიდან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მეშ­ვი­დე საპყრობილის დი­რექ­ტორ­მა კი, არც მე­ტი - არც ნაკ­ლები, სა­კუ­თარ თავს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უჩივ­ლა... საქ­მე რუ­სე­თი­დან ექ­სტრა­დი­რებული პა­ტიმ­რის გა­ი­ოზ ზვი­ა­და­ძის ცე­მას ეხება. მა­შინ, რო­დე­საც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ათა­ვი­სუფ­ლებენ და თა­ვად მი­ნის­ტრი სკა­მის გა­და­სარ­ჩე­ნად ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს სწი­რავს, ბუნებრი­ვია, ჩნდება ეჭ­ვი, რომ საპყრობილის დი­რექ­ტორ­მა თა­ვი­სი ქმე­დებით თა­ვი და­იზ­ღვია.

არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ ზვი­ა­და­ძე რამ­დე­ნი­მე კაც­მა სას­ტი­კად სცე­მა, შემ­დეგ ის მო­ა­თავ­სეს და­წე­სებულების პირ­ველ სარ­თულ­ზე მდებარე მე­სა­მე სა­კან­ში, რო­მე­ლიც მე­ო­რე დღეს მო­ი­ნახულა ექიმ­მა, რო­მელ­მაც გა­ა­კე­თა ჩა­ნა­წე­რები პა­ტიმ­რის და­ზი­ა­ნებებისა და ჯან­მრთე­ლობის მდგო­მა­რეობის შე­სახებ. სახალხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნებულ­თან გა­საუბრების დროს ზვი­ა­და­ძეს ვი­ზუ­ა­ლუ­რად აღე­ნიშ­ნებოდა და­ზი­ა­ნებები. საყურად­ღებოა ის ფაქ­ტი, რომ მსჯავ­რდებულის შე­სახებ გა­კე­თებულ ყვე­ლა დას­კვნა­ში წე­რი­ა, რომ  ზვი­ა­და­ძეს და­ზი­ა­ნებები მი­ღებული აქვს და­კა­ვებამ­დე, გა­საკ­ვი­რია, რა­ტომ არ, ან ვერ იხსე­ნებენ იმას, რომ ზვი­ა­და­ძე რუ­სულ­მა მხარემ ერ­თი წლის წინ და­ა­კა­ვა და ექ­სტრა­დი­რებამ­დე, კა­ნო­ნის შე­საბამი­სად, მას ყვე­ლა სახის შე­მოწ­მება ჩა­უ­ტარ­და, რაც გა­მო­რიცხავს იმას, რომ და­კა­ვებული გად­მოყვა­ნის დროს და­შა­ვებული ყოფი­ლიყო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია