დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგიონული მედიის ასოციაცია რუსთავში ახალგაზრდებისთვის სემინარს გამართავს
2015/09/07 22:17:06

 

12 სექტემბერს  12 საათზე, რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია ახალგაზრდებისთვის საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით სემინარს გამართავს.


სემინარის მიზანია სამოქალაქო  პასუხისმგებლობის ამაღლებ, ახალგაზრდა ამომრჩეველთა  სამოქალაქო აქტივობის გაზრდა და მათ მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში  ხელშეწყობა.


სემინარი ორგანიზებულია „საარჩევნო სისტემების რეფორმების, განვითარებისა და სწავლების ცენტრის“ დაფინანსებული პროექტის - „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის“ - ფარგლებში.


აღნიშნულ შეხვედრაზე ახალგაზრდა ამომრჩევლები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

·         საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი (როგორ ნაწილდება ხელისუფლება სამ ინსტიტუციას შორის - პრეზიდენტი, პარლამენტი, მთავრობა);

·         ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია - არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი);

·         როგორ ხდება არჩევითი ორგანოების ფორმირება (საარჩევნო სისტემა საქართველოში);

·         მოქალაქეებს და არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპები (ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ინფორმირებული მოქალაქე).


 

სემინარის მონაწილეებს სამახსოვროდ დაურიგდებათ საინფორმაციო  მასალები  და ასევე შესაძლებლობა ექნებათ, რომ ჩაერთონ ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში: საუკეთესო ესსე, საუკეთესო ფოტო, საუკეთესო სლოგანი.

 

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და ყველა მსურველს ველოდებით რუსთავში, 12 სექტემბერს 12 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ #22


 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის დირექციას, ნატო გუბელაძეს 577 247711  ან  599 107794  და ია ბობოხიძეს 579 740 760

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია