დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ნატო?
2011/04/05 12:08:00

კოალიცია ევროპული საქართველოსთვის რამდენიმე თვის წინ დაარსდა და 90-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთაინებს. 2-3 აპრილს კოალიციის მიერ თავისუფალი უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბაზალეთში კონფერენცია სახელწოდებით საქართველო და გლობალიზაცია გაიმართა. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ გაერთანების  წევრებმა  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და  ჟურნალისტებთან ერთად იმსჯელეს.

მოწვეულ ექსპერტებთან ერთად მოხსენებები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა წაიკითხეს. კონფერენციის პირველი დღე ევროკავშირთან ურთიერთობებს დაეთმო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ევროპულ პოლიტიკასა და ურთიერთობის მიმდინარე ეტაპებზე ისაუბრა. ხოლო პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ასპექტები გააცნო დამსწრე საზოგადებას.

თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელმა კახა ბენდუქიძემ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივებსა და  გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს როლზე ისუბრა.

ლევან ჩოლოყაშვილი (კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, საბჭოს წევრი):  საქართველოს ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში ყველაზე კომპეტენტურმა სპეციალისტებმა საინტერესოდ გააშუქეს. ასევე იყო საინტერესო დისკუსია, გამოითქვა გარკვეული რეკომენდაციები. ასეთი კონფერენციები ხელს უწყობს ჩვენი საზოგადოების მეტ ინფორმირებულობას.

ნატო-საქართველოს ურთიერთოებებს დაეთმო კონფერენციის მეორე დღე. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ  საქართველო-ნატოს კომისიის შესახებ ისაუბრა. საქართველოსთვის ნატო უფრო მეტია, ვიდრე ნატო, – განაცხადა მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის დამფუძნებელმა გია ნოდიამ. განხილვის თემა იყო ამერიკის როლი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხებში, რაზეც მოხსენება საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ყველაშვილმა გააკეთა.

გია ნოდა: თავისთავად ცხადია ვამბობთ, რომ ნატო გვინდა, ევროპა გვინდა, მაგრამ ქართული საზოგადოება, საჭიროა, მეტად გავარკვიოთ, რატომ გვინდა და რას ველით. გვინდა ნატოში და გვინდა ევროკავშირში? კონკრეტულად რა გვიშლის ხელს, ან რას მივიღებთ, რა გვჭირდება შემდგომი ნაბიჯებისთვის? ახლა არის კარგი დრო, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხებს გადახედოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია