დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკის ვიზის ფორმა გამარტივებულია
2010/05/04 13:39:55

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-კონსული ჟაკლინ ჰენდერსონი სტუდენტებს შეხვდა.

თითქმის ორსაათიან შეხვედრაზე მან ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველთათვის პროცედურების გამარტივებაზე ისაუბრა.  „ჩვენი ქუთაისში ჩამოსვლის მიზანია, ახალგაზრდებს და სტუდენტებს ახალი ელექტრონული არასაემიგრაციო ვიზის ფორმა გავაცნოთ და შევთავაზოთ, რაც ბევრად უფრო გამარტივებულია, ვიდრე წინა ანკეტები იყო. ანუ ამჯერად ივსება მხოლოდ ერთი ანკეტა და ეს აძლევს ყველა განმცხადებელს საშუალებას, ვინც მოგვმართავს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზაზე, უფრო გამარტივებული ფორმით შეძლოს რიგში ჩაწერა და ანკეტის შევსება.“ - განაცხადა ვიცე-კონსულმა ჟაკლინ ჰენდერსონმა.

ახალი ელექტრონული არასაემიგრაციო ვიზის ფორმა არსებულ სამ ფორმას ჩაანაცვლებს, რომელიც ხელსაყრელი იქნება განმცხადებლისთვის, თუნდაც იმ კუთხით, რომ ერთი და იგივე ინფორმაციის შეყვანა ხელახლა შესაყვანი არ იქნება. სავიზო ფორმის სხვა პროცედურები კი იგივე დარჩა.

ამერიკის საელჩო უახლოეს მომავალში საკონსულო ინტეგრირებული გასაუბრების დანიშვნას და ვიზის საფასურის ელექტრონული გადახდის სისტემის შემოღებას გეგმავს, რაც, ვიცე-კონსულის თქმით, ქართველ მოსახლეობას საკონსულოსთან ურთიერთობას გაუმარტივებს. ახალი ელექტრონული არასაემიგრაციო ვიზის ფორმა ძალაში მიმდინარე წლის 30 აპრილიდან შევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1528
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია