დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გააძევა პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი მოადგილე დარბაზიდან?
2011/03/11 16:34:39

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს საკუთარი მოადგილე ლევან ვეფხვაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გააძევა.  მანდატურების მითითებით ლევან ვეფხვაძემ დარბაზი დატოვა და გასვლის წინ მხოლოდ ტელეფონის აღება ითხოვა.

დებატები პარლამენტში „საქართველოს ზოგიერთ საკნონმდებლო აქტში“ ცვლილებების შესახებ მიმდინარეობდა.  სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, როცა პავლე კუბლაშვილმა ლევან ვეფხვაძე არაკომპეტენტურობაში დაადანაშულა. პარლამენტის თვმჯდომარემ ლევან ვიფხვაძეს ორჯერ მისცა შენიშვნა და დარბაზიდან გაძევებითაც დაემუქრა. საბოლოოდ, ლევან ვეფხვაძეს მაინც მოუწია დარბაზის დატოვება და მან მალევე ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

 

ლევან ვეფხვაძე: „მინდა, პირველ რიგში, მივმართო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და მივმართო ერთადერთი კითხვით.  ეს რიტორიკული კითხვაა, რატომ გამაძევა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან? იმიტომ ხომ არა, რომ  ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, თანმიმდევრულად  ვიცავთ ბიზნესის ინტერესებს საქართველოს პარლამენტში? იმიტომ ხომ არა, რომ ჩვენ დღეს დავანახეთ საზოგადოებას, რამდენად არაკომპეტენტური და დემაგოგი წევრები ჰყავს ბატონ დავით ბაქრაძეს? იმიტომ ხომ არა, რომ მათი დეკლარირებული ახალი  პროგრამა არის ფარსი? წნეხი ისევ გრძელდება ბიზნესზე, როცა სამოქალაქო დავებზე მოპასუხე იქნება არა რომელიმე უწყება, არამედ პროკურორი! ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს არის ბიზნესის პირდაპირი ტერორი.“

 

სხდომის დროს ლევან ვეფხვაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, აღნიშნული კანონპროექტი კიდევ ერთხელ განეხილათ. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი მიიჩნევს, რომ ამგვარი კანონი ბიზნესმენებისთვის არასახარბიელო იქნება.

 

ლევან ვეფხვაძე: „მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს, რომ ეს კანონმდებლობა არ მიიღონ და, ალბათ, სწორედ ამიტომაც გამაძევეს დღეს დარბაზიდან.  წინა სამშაბათს,  განცხადებების დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ  ბატონ ზურაბ მელიქიშვილს ორჯერ ჩაურთო მიკროფონი რეგლამენტის დარღვევით.  თუ რეგლამენტი დაირღვა ერთხელ და უმრავლესობისთვის, უნდა მოგვეცეს ჩვენც პასუხის გაცემის უფლება. სამწუხაროა, რომ ჩვენ ეს უფლება არ გვაქვს. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვამხილოთ მათი კომიტეტის თავმჯდომარეები არაკომპეტენტურობაში.“

 

ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ თავისი მოადგილე გააძევა სხდომათა დარბაზიდან.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია