დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ალდაგი ბი სი აი" კერძო საავადმყოფოების გაკოტრებას ცდილობს"–აქცია "მედიქალ სითიში"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/10 15:26:52

ქუთაისში "მედიქალ სითის" მედპერსონალმა დღეს აქცია გამართა. აქციის მიზეზი სადაზღვევო კომპანიის მიერ გადაუხდელი 5 თვიანი სახელფასო დავალიანებაა. რაც ჯამში 118 000 ლარს შეეადგენს.  

"მედიქალ სითის" დირექტორიას მოადგილის გია გრძელიძის განცხადებით, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" ივნისიდან მათთვის თანხები არ ჩამოურიცხავს. გრძელიძისავე განცხადებით, კლინიკამ სადაზღვევოს სასამართლო პროცესი მოუგო, მიუხედავად ამისა, "ალდაგი ბისიაი" ცდილობს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებით დრო მოიგოს, რაც ისევ და ისევ რთულად აისახება მედპერსონალის ხელფასზე.

როგორც გია გრძელიძე აღნიშნავს, სადაზღვევო კომპანიის მიზანს კერძო საავადმყოფოების გაკოტრება წარმოადგენს.

რა სახის დავალიანება აქვს სადაზღვევოს კლინიკის და რატომ არ იხდის კუთვნილ დავალიანებას ვრცელი მასალა იხილეთ გაზეთ "p.s."–ის მომდევნი ნომერში

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3837
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია