დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერიმენტალური ხაზი მუშაობას დროებით შეაჩერებს
ავტორი:
2013/09/11 14:07:16

რამდენიმე წუთის წინ ტრანსპორტის სამსახურმა გაფიცულ მძღოლებს რეზოლუცია გადასცა. რეზოლუციაში სამსახური მიმართავს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძესა და # 57 სვლაგეზის გადამზიდავი კომპანიის "ტრანსსერვის 2013"–ის დირექტორს გიორგი ნუცუბიძეს. რეზოლიციის  თანახმად, სამსახური,  შექმნილი ვითარების შესწავლამდე შეაჩერებს სამი დღის წინ დანიშნული  ექსპერიმენტალური ხაზის მუშაობას.

"სამსახური შეისწავლის აღნუშნულ საკითხს და წარმოგიდგენთ საექსპერიმენტო ხაზის # 57 სვლაგეზს თაბუკაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის მიმართულებით. საკითხის შესწავლამდე აღნიშნული სვლაგეზი შეაჩერებს მუშაობას",– ნათქვამია რეზოლუციში.

რეზოლუციას ხელს აწერს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნიკა კეპულაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2726
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია