დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკელი ჯაზმენები ქუთაისში
2010/12/14 12:38:21

თანამედროვე ჯაზის აკორდები ჯენ ტეპფერის ტრიომ 13 დეკემბერს ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ააჟღერა. საკონცერტო ტურნე, რომლის ორგანიზატორი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოა, ქუთაისიდან დაიწყო და თელავსა და თბილისში გაგრძელდება. აღიარებული ამერიკელი მუსიკოსები ტომას მორგანი, ტედ პური და დენ ტეპფერი ქართულ პუბლიკას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა წარუდგინა.

კონცერტზე დასწრება თავისუფალი იყო. მსმენელებით მთლიანად გადაჭედილ თეატრში აღფრთოვანების ტაში და ემოცია ისმოდა. დამსწრე საზოგადოება კმაყოფილებას ხმამაღლა გამოხატავდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია