საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პრომეთეს მღვიმეში საგამოფენო სივრცე გაიხსნა
2017/10/28 14:45:41

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მედიის წარმომადგენლებს პრომეთეს მღვიმეში უმასპინძლა. ვიზიტორთა ცენტრში საგამოფენო სივრცეც მოეწყო. ინფოტური დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.


მინისტრის მოადგილებ გიორგი ტყაბლაძის დამსახურებაზეც ისაუბრა, რომელიც მღვიმეს 27 წლის მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ უვლიდა. „ის, რომ დღეს მღვიმე დაუზიანებელი და ამ ფორმით არის შენარჩუნებული, ეს ბატონი გიორგის 27 წლიანი უანგარო შრომის დამსახურებაა, რომელიც მღვიმეს 24 საათის განმავლობაში დარაჯობდა და იცავდა დაზიანებისგან. მისი წვლილი შეუფასებელია ბუნების ამ ძეგლის შენარჩუნებაში“ - აღნიშნა ეკატერინე გრიგალავამ.

 

პრომეთეს მღვიმის ვიზიტორები იმერეთის მღვიმეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ინტერაქტიულ რეჟიმში შეძლებენ. ექსპოზიცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მოეწყო. საგამოფენო სივრცეს, საინფორმაციოსთან ერთად, საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც ააქვს. დარბაზში გამოფენილია საქართველოს დაცული ტერიტორიების ამსახველი ფოტოები და რუკა. დამონტაჟებულია ინტერაქტიული მონიტორი (touch screen)  საქართველოსა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შესახებ. საგამოფენო დარბაზში ასევე გამოფენილია იმერეთის მღვიმეებში აღმოჩენილი ნამარხი ფაუნა; მინერალები, ქვის და ძვლის იარაღები, ცხოველის კბილებზე და ნიჟარებზე დამზადებული სამკაულები.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენელმა, თომა დეკანოიძემ, იმ პროექტების პრეზენტაცია გააკეთა, რომელიც უკვე მიმდინარეობს და იგეგმება 2018 წელს. მათ შორის არის კინჩხის წყალვარდნილის ტერიტორია, სადაც ტურისტებს საშუალება ექნებათ, საფეხმავლო ბილიკით ჩანჩქერი ნახონ. ასევე, ისაუბრეს 9 თვის ვიზიტორთა სტატისტიკაზე. 2017 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია. ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა და 856 186 ადამიანი შეადგინა. აქედან 148 000-მდე ტურისტი პრომეთეს მღვიმეს სტუმრობდა.

 

 

 

მარიკა ვაჭარაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 376
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია