დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ახალი პოლიტიკური პარტია - ძველი მოთხოვნებით
2010/11/15 13:51:09

9 ნოემბერს პოლიტიკური პარტიის „მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს“ წევრებმა მთელი ქალაქის მასშტაბით გამართეს მოძრავი აქცია ავტომობილებით, ხოლო დღის მეორე ნახევარში მერიის წინ გადაინაცვლეს და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გამოთქვეს.

 

რამაზ ცირეკიძემ, პოლიტიკური პარტიის „მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა: „ეს მოძრავი აქცია ემსახურებოდა იმას, რომ ქუთაისში მცხოვრებლებისთვის გვეთქვა: ქალაქში თითქოს რაღაც კეთდება, თვალს უხვევენ პრეზიდენტს, ზემდგომებს, ფაქტობრივად კი არც არაფერი კეთდება. გვაქვს იგივე დანგრეული ქუჩები, ფასადური შენობები, ასევე, უხარისხოდ სრულდება სამუშაოები. დღესდღეობით ქალაქში ბევრი შენობაა, რომელთაც „ბილაინის“ და სხვა სახის აბრები ფარავს თვალის ასახვევად.“

ამავე პარტიის თავმჯდომარის გიზო სოხაძის თქმით: „ჩვენი პარტია უერთდება სახალხო კრების მოწოდებას, რომ ყველა პოლიტიკური პარტია გაერთიანდეს ერთი საქმის საკეთებლად. ჩვენც ეს წინადადება გავაანალიზეთ, მივიღეთ, ვეთანხმებით და მზადყოფნას ვაცხადებთ, მონაწილეობა მივიღოთ დამფუძნებელი კრების მოწვევაში. მერიის წინ დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზი კიდევ ერთი იყო: რაკი ქუთაისელები ვართ, ქალაქში არსებული პრობლემები და ის, რაც ხდება ქუთაისში, ძალზე გვაშფოთებს. იმედი გვაქვს, მალე დადგება დრო, ახლანდელი ხელისუფლება დატოვებს ამ შენობას და ქალაქის სათავეში მოვა ის ძალები, ვისაც მართლა უყვარს ქუთაისი და იზრუნებს ხალხზე.“

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია