დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა
2015/07/27 02:08:25

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენნ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები , საქართველოს მთავრობის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, მონაწილე სპორტსმენები და რიგითი მაყურებლები. 


სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა და ღონისძიება გახსნილად გამოაცხადეს

 

საზეიმო ცერემონიაზე გაიმართება გრანდიოზული შოუ. წარმოდგენილი სხვადასხვა ექსპოზიცია, მათ შორის - არგონავტები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "სუხიშვილებმა", ირმა ნიორაძემ და სხვა ცნობილმა ვარსკვლავებმა.


საქართველოს ჰიმნი შეასრულა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ. ხოლო ოლიმპიური ცეცხლი თავისუფლების მოედნიდან მოიტანეს მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აანთეს უკვე მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი. ღონისძიება დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. 


ხვალიდან კი დაიწყება ოლიმპიური შეჯიბრებები. ოლიმპიურ ფესტივალში ევროპის 50 ქვეყანა მონაწილეობს. მათ დღევანდელ ღონისძიებაზე მედროშეებმა ოფიციალურად წარმოადგინეს. 


ოლიმპიური ფესტივალი "თბილის 2015" 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია