საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიასთან ვაზაგაშვილის მკვლელობა აქციით გააპროტესტეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2015/01/22 13:09:37

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ქუთაისის მერიის წინ გააპროტესტეს. რიგითმა მოქალაქეებმა და იპოთეკით დაზარალებულებმა მერიასთან აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვეს.


„ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, როგორც კი ვაზაგაშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და განუცხადა, რომ ფლობდა ახალ ინფრომაციას და რომ  ბევრი თანამდებობის პირი იყო ჩარეული ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში. ამის შემდეგ რამდენიმე საათში იური ვაზაგაშვილი ტრაგიკულად მოკლეს. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე რეჟიმად არ გამოცხადდება და ვიდრე ძველი კადრები დარჩებიან თანამდებობებზე ქვეყანას არაფერი ეშველება. ქუთაისის ოლქის პროკურორი, ასევე პროკურორები: ცხოვრებაზე, შენდელია, ჭულუხაძე და გობრონიძე არიან დამნაშავეები და მათი ადგილი ციხეშია, ისინი უშუალოდ მალავენ და მთარველობენ დამნაშავეებს.


 

სამწუხაროა, მაგრამ ქუთაისი არის მკვდარი და მძინარა ქალაქი პოლიტიკურად, რომელსაც გამოსაღვიძებლას სილა სჭირდება. დღეს, როდესაც მსგავს ფაქტს ვაპროტესტებთ მთელი ქუთაისი აქ უნდა ყოფილიყო“-განაცხადა სამართლებრივად დაუცველტა კავშირის თავმჯდომარემ გელა ხუნდაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1534
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია