დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოსესია სასტუმროს კრიშაზე
2010/10/11 12:40:31

მოვბანცალებდი ჩემი ჯოხით ამ დღეებში, ოპერას და სასტუმრო „ქუთაისის“ შუა რო ვიწრო გასასვლელია დატოვებული, იქანე. მანქანების კოლონა არ წყდებოდა და გულგახეთქილი მოვყვებოდი ფეხით მოსიარულეებს, ვინცხამ მაშინა არ გამკრას, მე შენ გეტყვი და, პროფესიონალი შოფრები არ ზილარიენ ერთბაშათ რულთან-თქვა!

ხოდა, ძუნძულით მომავალს ცალი თვალი ქე გემეპარა ოპერისკენ. რამხელა მშენებლობაა წამოწყებული კაცო, რავარი უცხო შენობა და მტრის თვალდასაფსები გვექნება მალე! უცებ, იმისთანა ყვირილი მემესმა ზევიდან, მანქანების ხმაური ქე დაფარა: „ე, ბიჭო, რას შობით, არ გადაცვივდეთ ხარაჩოდან!“ ავხედე: ვინცხა მაღალი, შავმაიკიანი კაცი საროჩკაზე ჩაბღაუჭებია მუშას და ძლივათ იჭერს. დანარჩენი მუშები კი, სულ ახალგაზრდა ბიჭები, გაშტერებული უყურებენ რაცხას ზემოთ, მოპირდაპირე მხარეს, სასტუმროს სახურავზე. ქე რო გველი მოაჯადოვებს მსხვერპლს, ე, იმისთანა მოჯადოებულები მიჩერებიენ რაცხას.

რა მომათმენიებდა, ჩემი ამბავი ქე იცით, და იმდონი ვქენი, მოვძებნე ი მაღალი კაცი 10 წუთში და ვკითხე, რატო უყვიროდი მუშებს და ან რას მიშტერებოდნენ იმისთანას, მამაშვილობას, მითხარი-თქვა.

პრარაბი ყოფილა ამათი. დიდი ბოდიშები მიხადა, აქ ამოსვლით რავა გაისარჯეთ, ჩემო ბიძია, ქვევიდან დეგეძახა, მე თვითონ ჩამევიდოდიო და მომიყვა: წინა დღეებში იქანე, სასტუმრო „ქუთაისის“ კრიშაზე, ორმა ფოტოაპარატიანმა ახალგაზრდამ ასე, სკოლის ასაკის, მოკლეკაბიანი გოგო ეიყვანა, ნაირნაირ პოზაში უღებდენ სურათებს. დღესაც ყავდათ ის გოგო აყვანილი და, შენთან ბოდიში მომითხოვია, იმ ფოტოსესიის დროს თლათ გეიძრო გოგომ ყორფელი, ლიფის ამარა ტრიალებდა - თუ აქეთ, თუ იქით. შესახედავათ კაი გოგო იყო, გრძელთმიანი, გათითქინებული. გედემერიენ ჩემი მუშა ბიჭები აქედან, - კინაღამ გადამიცვინდენ დაზგა-ხარაჩოებიდან. დედაია, ნეტა, პატრონი არ ყავს იმ გოგოს, თუ ჩვენ ვართ ჩამორჩენილები და ხამები, ფოტოსესიაზე გამოსული „მოდელი“ თვალებით რო შევჭამეთ? არა, არა, ჩემო ქაიხოსრო ბიძია, ჯერ მართლა ბევრი გვიკლია ევროპელობამდე, თვარა ჩვენი გოიმური რეაქციით რავა გავაქცევდით იმ „მოდელ“ გოგოს და ფოტოგრაფებს სესიიდანო! - დაამთავრა მოყოლა დარცხვენილმა მშენებელმა.

მე ქე დავმუნჯდი და...

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1431
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია