საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ამირან გამყრელიძე: "ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია"
2020/03/07 21:48:40

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია და ის ყველას თანაბრად ეხება. ეს კომენტარი მან შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის კორონავიურსით ინფიცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.


"არაფერი დასამალი არაა, ჩემმა შვილმა თვითონ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა. ისინი არიან თანამშრომლები და დიდი ალბათობით იქიდან მოხდა გადაცემა", — თქვა ამირან გამყრელიძემ.

 

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მისმა შვილმა დაწერა სია, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი და გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ამ ეტაპზე კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.

 

ამირან გამყრელიძის შვილმა, ნიკა გამყრელიძემ სოციალურ ქსელში თავად გაასაჯაროვა ის ფაქტი, რომ თანამშრომლისგან კორონავირუსით დაინფიცირდა. მან ინფორმაციის გავრცელების უფლებაც ინფექციურ საავადმყოფოს თავად მისცა.

 

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. პირველი 26 თებერვალს დაფიქსირდა, მეორე - 28 თებერვალს, მესამე — 29 თებერვალს, მეოთხე — 5 მარტს დილით, დანარჩენი 5 კი ამავე დღეს საღამოს. ამასთანავე, 4 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს. დღეს, 7 მარტს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია