დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდებოდა დიჯეების ღონისძიებაზე ვარციხეში?
2012/06/25 16:00:06

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერმა, გოგი წულაიმ, დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა. მან ქალაქის მერი გარყვნილებაში დაადანაშაულა. მისი ინფორმაციით, ვარციხეში 23 ივნის, საღამოს გაიმართა დიჯეების  ღონისძიება, რომლისთვისაც ქუთაისის მერიამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოყო.

„აქ იყვნენ მიწვეულნი ტრანსსექსუალები და ლესბოსელები. ღონისძიებაზე, რა თქმა უნდა, იყო მიბრძანებული ქალაქის მერი, გია თევდორაძეც, რომელიც მათთან ერთად „ყუნცულობდა“. მაინტერესებს, როცა 161 ქუთაისელი მოზარდი საჭიროებს გადაუდებელ საოპერაციო დახმარებას, უნდა იხარჯებოდეს თუ არა ასე თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან?“ - აცხადებს „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი გოგო წულაია.

ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ლეკვეიშვილი აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს მაშინ, როცა ღონისძიების მოსაწვევ ბარათზე აწერია – „მხარდამჭერი ქუთაისის მერია“.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია