დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტები „წითელი ჯვრის“ პროექტში
2010/04/01 11:52:23

31 მარტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომისიის მიერ დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიება. პროექტის იდეა გაჩნდა გასულ წელს, როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ქვედელეგაციის წარმომადგენლებმა სამართალმცოდნეობის სტუდენტებს შესთავაზეს იდეა, რომლის უშუალო მიზანს წარმოადგენდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და წითელი ჯვრის საეთაშორისო კომიტეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოზარდებში. იგი განხორციელდა სამ ეტაპად, პირველ ეტაპზე სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, რომლის მეშვეობით გაიცნეს წითელი ჯვრის საქმიანობა. შემდეგ ქუთაისის 23 საჯარო სკოლის მეათე, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს ჰუმანიტარული სამართლის შესახებ წაუკითხეს ლექციები. დასკვნით ეტაპს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: წითელი ჯვრის კონვენციის ინიციატორი თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე იან ბონ ზონი, ქალაქის ვიცე-მერი დავით გორდელაძე და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე დაჯილდოვდა 23-ე სკოლის ექვსი მოსწავლე, რომლებმაც წარმოადგინეს საუკეთესო თემები. პროექტში მონაწილე სტუდენტებმა საჩუქრად საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიები მიიღეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია