დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მამაქალაქის მერობის კანდიდატები მხოლოდ მამაკაცები არიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/09/23 22:04:48

 

ქუთაისის მერობის მსურველებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მამაქალაქის თავკაცობა სურთ.   საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატად 10 პირი დარეგისტრირდა, ათივე მამაკაცი და არცერთი ქალბატონი. 


ქუთაისელები წარდგენილი კანდიდატებიდან  რამდენიმეს  იცნობენ, ზოგიერთი მათგანის ბანერები უკვე გამოჩნდა ქალაქის ქუჩებში, ზოგიც საზეიმო და ხალხმრავალი წარდგენებიდან დაამახსოვრდათ, ზოგიც - ენამოსწრებული და იუმორით გაჯერებული  სამოქალაქო აქტივიზმით. თუმცა, ეს ფრაგმენტული ,,ნაცნობობაა“. ამომრჩეველი უფრო მათ პარტიულ კუთვნილებას იცნობს, ვიდრე - განვლილ გზას და ბიოგრაფიას.


მმართველი პარტიის ქართული ოცნების მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარიაა.  პოლიტიკურ სფეროში არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი პრაქტიკულ პოლიტიკაში ბოლო წლებში გადავიდა.  37 წლის თურქოლოგისა  და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ჭიღვარიას სახელი „ქართულ ოცნებას“  2014 წლიდან უკავშირდება. ამჟამადაც ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა. იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნების დროს - საარჩევნო შტაბის უფროსი, ბოლო დრომდე იყო სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე იმერეთის მხარეში.


ნაციონალური მოძრაობამ ქუთაისში მაღალი მასტის კარტებით - კანდიდატებით,  თამაში გადაწყვიტა. გამოცდილი პოლიტიკოსი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლის გულის მოსაგებად წარსულის გამოცდილებას – დიპლომატიურ ხერხებს გამოიყენებს.  ვაშაძე ძირითადად რუსეთში მოღვაწეობდა,  სააკაშვილის ხელისუფლებაში ხან   საგარეო საქმეთა სამინისტროს  ხელმძვანელობდა, ხან  კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.  2017 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი გახდა.


ექიმი დავით გოგისვანიძე,  რომელიც 2006 წლიდან   საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის მარადიული დეპუტატი იყო,  ამჯერად ქუთაისის მერობისთვის ნაციონალებიდან გამოყოფილი, ახლად დაარსებული პარტიის ,,ევროპული  საქართველოს“ სახელით იბრძოლებს.


არჩევანის შემთხვევაში,  გუგავა მარტო თბილისში არ მოვა,  ქუთაისსაც თავისი გუგავა ჰყავს – სამსონ გუგავა, რომელიც მერობისთვის ლეიბორისტული პარტიის სახელით იბროლებს. გუგავას საკრებულოში დეპუტატობისა და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკოსობის  ლეიბორისტული გამოცდილება აქვს.


ფრთიანი გამოთქმებითა და სატირული სამოქალაქო აქტივიზმით ცნობილი, ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი  გოგი წულაია,  ქუთაისში საარჩევნო ბლოკი"დიმიტრლორთქიფანიძე, კახაკუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" –  მერობის კანდიდატი იქნება;


,,შენების მოძრაობა“  ქუთაისის აშენებას განათლების ექსპერტს და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ალუდა გოგლიჩიძეს ანდობს;


2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად "პატრიოტთა ალიანსიდან" ქალაქის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი გია ბახტაძე იბრძოლებს


ასევე ყოფილი კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე იბრძოლებს    საარჩევნო ბლოკი "გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო"-ს სახელით.  ხოლო  ახალი ქრისტიანდემოკრატების კანდიდატი გიორგი გოგელაშვილია.  ტრადიციონალისტების კანდიდატი კი  აკაკი ლოლომაძე, რომლის მონაცემთა გადამოწმებას საოლქო საარჩევნო კომისიას ჯერჯერობით არ დაუსრულებია.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია