დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ორპალატიანი პარლამენტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/09/19 14:13:44

ქუთაისში ახლადშექმნილი საინიციატივო ჯგუფი ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.


როგორც საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გოგი წულაია აღნიშნავს, მათი მიზანია ხელისუფლებას კონსტიტუციაში ცვლილება შეატანონონ. კონკრეტულად კი იმ პუნქტში, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ გახდება.


 

„1995 წელს კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტი ორპალატიანი მას შემდეგ გახდება, რაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღსდგება, ჩვენ კი მოვითხოვთ მოხდეს ტერმინის–„ტერიტორიული მთლიანობის“ ამოღება და საკანონმდებლო ორგანო ამ მდგომარეობაშიც ორპალატიანი გახდეს. ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, საჭირო 150 000 ხელმოწერის შეგროვების შემდეგ პარლამენტს წარვუდგენთ. იმედია, ხელისუფლებას ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს. რადგან ევროპის უმეტესი ქვეყნის პარლამენტი ორპალატიანია“–განაცხადა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2409
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია