დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვცდილობთ, ქართულ პოლიტიკაში პროფესიონალები ვიყოთ
2010/03/29 12:38:34

დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძეა. გიორგი ძალიან განიცდის იმ ფაქტს, რომ აქტიური ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში მოუწია წასვლა. მისი თქმით, ის პოლიტიკიდან შეეცდება, ხელი შეუწყოს სხვა დამწყებ ჟურნალისტებს, რათა ისინიც არ დადგნენ დილემის წინაშე - პოლიტიკა თუ ჟურნალისტიკა. ამ და სხვა თემებზე  ვისაუბრეთ ბატონ გიორგისთან, რომელიც საკმაოდ გულახდილი რესპოდენტი აღმოჩნდა.

- ბატონო გიორგი, თქვენს პარტიაში ძალიან ბევრი ჟურნალისტია, როგორ ფიქრობთ, პოლიტიკას კარგად ართმევენ თავს?

- საკუთარი თავის ქება არ მინდა გამომივიდეს და მარტო ჩემ მეგობრებზე ვიტყვი ორ სიტყვას. ჩემი მეგობრები, რომლებიც ჩემთან ერთად ქმნიან ბირთვს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისას, მართლაც გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები არიან. დიდი ხანია, მხოლოდ ჟურნალისტური წარსულის მქონე ადამიანებისაგან არ შედგება ეს ბირთვი. ჩვენ ვიყავით წარმატებულები ჟურნალისტიკაში და ახლა ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი გზის დასაწყისში. სტარტი, ყველა შეფასებით, საკმაოდ წარმატებული გვქონდა და დარწმუნებული ვარ, ფინიშიც წარმატებული იქნება.

- ინგა  გრიგოლიაზე რას გვეტყვით, ისეთი წარმატებული პოლიტიკოსი იქნება, როგორიც ჟურნალისტია? თქვენი შეთავაზება იყო, თუ თავად გამოთქვა სურვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე ეყარა კენჭი?

- ერთი სიტყვით შემიძლია გითხრათ, რომ მე, პირადად, დარწმუნებული ვარ იმაში, ინგა იქნება ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი ქალი. შეთავაზება ჩვენი გახლდათ, თუმცა ინგასთან ამ თემებზე საუბარი დიდიხანია გვაქვს. წელიწადზე მეტია ვსაუბრობთ ინგას პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობაზე და გარკვეული დრო დასჭირდა ინგას იმისთვის, რომ სრულად  გაეაზრებინა ის რეალობა, რომელშიც ვართ ყველანი. აჩქარებით მას ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს, რაც სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ინგა ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ტიპის გადაწყვეტილებას. როგორც იცით, ვითარება ყველა სახელისუფლებო დონეზე არის კარდინალურად შესაცვლელი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ გარღვევა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამისი მამოძრავებელი ძალა უნდა იყვნენ სწორედაც ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ უსაზღვრო ენთუზიაზმი, ენერგია და სწორი გაგება საქართველოს მომავლისა. ასეთია ინგა, ამიტომაც ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსით წარსდგება პირველ ეტაპზე ის ქართულ პოლიტიკაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ტანდემი ინგა გრიგოლიასა და გია ჭანტურიას სახით, რომლებიც ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენენ თბილისის არჩევნებში, გულგრილს არ დატოვებს არცერთ ადამიანს არა მარტო თბილისში, არამედ - რეგიონებშიც.

- რატომ გადაწყდა, რომ  ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატი  გია ჭანტურია ყოფილიყო?

- ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და არც გია  ჭანტურია შეგვირჩევია. ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის მოსახლეობის 85%-მა, რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების შედეგად გამოკვეთა კრიტერიუმები - როგორი უნდა იყოს თბილისის მერი. ეს კრიტერიუმები ჩვენ ავიღეთ სახელმძღვანელოდ, რომ შემდეგ გვეპოვა ის ადამიანი, რომელსაც აქვს მეურნის თვისებები, არის მზრუნველი, აქვს გამოცდილება სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნებისა, აქვს შესაძლებლობა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და დაბანდებისა თბილისის ბიზნესში, აქვს მართვის გამოცდილება. ამავე დროს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო ადამიანი, რომელიც გამოდგებოდა ხიდად თაობებს შორის, რადგან თბილისში ცხოვრობს რამდენიმე თაობა, რომლებიც საერთოდ იგნორირებულები არიან ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, სახელმწიფოს მართვიდან; ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ფუნქცია, სამსახურები, განიცადეს დეპროფესიონალიზაცია. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა მათ მიმართ. გია ჭანტურია სწორედაც რომ წარმოადგენს იმ თაობას, რომელსაც ჯერ  კიდევ  შეუძლია,  თავისი  სიტყვა  თქვას  არა მარტო თბილისის, არამედ საქართველოს განვითარებაში. ისინი არ არიან რეტროგრადები, ისინი არიან გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალები, რომელთა ჩაურთველობა და გამოუყენებლობა სახელმწიფოსათვის, ჩემის აზრით, იქნებოდა დანაშაული. სწორედ ამიტომაც გამოვკვეთეთ გია და ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან მიიღო ჩვენი შეთავაზება. ჭორი და ტყუილია, რომ თითქოს დიდი  ხანია საქართველოში არ ცხოვრობს. დიახ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, გარკვეული პერიოდი, იგი ცხოვრობდა აზერბაიჯანში, სადაც პრეზიდენტის მრჩეველი იყო ენერგეტიკული პროექტების დარგში, იქ რამდენიმე საერთაშორისო პროექტის განხორციელების შემდეგ, გია ორი წელი დაბრუნდა, მის ოჯახს არც არასოდეს დაუტოვებია თბილისი.

- ხომ არ გქონიათ მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რათა გია ჭანტურია შეგეთავაზებინათ მერობის ერთიან კანდიდატად?

- ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ კანდიდატის შერჩევას და ასევე  დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდეთ მცირე შესაძლებლობას იმისა, რომ მთელი ოპოზიცია ერთიანი კანდიდატით წარმდგარიყო არჩევნებში. მაგრამ ეს დრო ძალიან უქმად და ფუჭად გაილია. მე ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს გავაკეთე განცხადებები, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში აქტიური კონსულტაციები გაგვემართა ამ საკითხთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შემოხმიანებაც, მცდელობაც, მაგრამ შემდეგ ყველანი დავდექით ფაქტის წინაშე, როდესაც მთელმა რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი, არათუ კანდიდატი, ლამის საარჩევნო სიაც კი გამოაქვეყნეს. ასე რომ, ამ ტიპის მოლოდინში ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ჩვენ ზუსტად და ობიექტურად შევაფასეთ ის რეალობა, რაც იყო ქვეყანაში. აღარ ჩავრეულვართ ცალკეული ოპოზიციური ჯგუფების მიერ შექმნილ დიდ დაბნეულობასა და აღრეულობაში. საბოლოოდ ჩვენ გამოვკვეთეთ ორი ძლიერი ალტერნატივა. ერთი გახლავთ - პროფესიონალი, კვალიფიციური, მიზანსწრაფული, კომუნიკაბელური ადამიანი, როგორიცაა გია ჭანტურია, მეორე ბურჯი - ჩვენი მეგობარი ინგა გრიგოლია, რომლის სახელი და გვარი საქართველოში უკვე სიმბოლოდ იქცა უბრალო ადამიანებისადმი გულისხმიერების, სიმართლის, თავისუფლებისათვის ბრძოლის, დაუღლელობის, ენერგიულობის და შეუპოვრობისა.

- იმ შემთხვევაში, თუ მერის არჩევნების შემდეგ კვლავ საპროტესტო ტალღა  აგორდა, რას გააკეთებს თქვენი პოლიტიკური ძალა?

- როცა მე მეკითხებიან, თქვენ ზომიერები ხართ, თუ რადიკალებიო, ყოველთვის მაქვს პასუხი ამ კითხვაზე. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ქართულ პოლიტიკაში პროფესიონალები. სიტყვა „პროფესიონალიზმი“ პოლიტიკაში ჩემთვის ისეთივე  აქტუალურია, როგორიც იყო ჟურნალისტიკაში. პროფესიონალიზმი პოლიტიკაში ნიშნავს იმას, რომ იარაღის ხელში აღების გარდა, ნებისმიერი მეთოდი არის მისაღები ხელისუფლების შესაცვლელად და ამიტომაც არსებობს პოლიტიკური პარტია, რომ არჩევნების გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ვმწიფდებით. ჩვენი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, იმ რეალობის შეცვლა, რომელიც ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობამ დაამკვიდრა, ყველა იმ შეცდომის გამოსწორება, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. ჩვენი მიზანი არ არის, დავანგრიოთ ის მცირედი წარმატებები, რომელიც ამ ხელისუფლებას თავის ანგარიშში შეუძლია ჩაითვალოს. ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვერ ვიტყვით, რაც გაკეთდა, ყველაფერი ცუდია. ჩვენ ვაპირებთ, ამ მიმართულებით  წინსვლა გავაგრძელოთ, მაგრამ იმ სფეროში, სადაც ძალიან ღრმა კრიზისია და ვითარება რეგრესისკენ მიდის, კარდინალურად  შევცვალოთ სიტუაცია. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამას განაპირობებს რეალობა, ანუ ვერცერთი პოლიტიკური ძალა საპროტესტო მუხტს ვერ გააჩენს თუ ხელისუფლებამ არ გააჩინა ეს მუხტი. ეს არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოიქცევა სააკაშვილის ხელისუფლება და როგორ ჩაატარებს არჩევნებს. ჩემის აზრით, თავად ხელისუფლების ინტერესში შედის ის, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს იმაზე უკეთესად, ვიდრე ტარდებოდა აქამდე.

იმედი მაქვს, ასე მოხდება, რადგან ყველა საღად მოაზროვნე ქართველს ესმის, ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ტესტი 

სალომე სანიკიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1304
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია