ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების პროექტის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად 17 ივლისიდან 27 ივლისამდე დაბა ციხისძირში დაისვენებენ. პროექტი საჯარო სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებელთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და დასვენებას ისახავს მიზნად.
152 დამსვენებელი ქუთაისის მერიის განათლების განყოფილებამ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრთან ერთად შეარჩია. ძირითადი აქცენტი უფროსი კლასის წარჩინებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ პედაგოგებზე შეჩერდა. ისინი 10 დღის განმავლობაში კომფორტულ გარემოში დაისვენებენ. ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 26 000 ლარი გამოიყო.