დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მადონას ახალ ქალიშვილთან მარტო ყოფნა სურს
2009/07/02 09:10:17

პოპვარსკვლავი მადონა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მალავიელი გოგონა მერსი იშვილა, დროებით დაემშვიდობა თავის ვაჟიშვილებს და ისინი ყოფილ ქმართან გაგზავნა, რომ ახალ გოგონაზე ზრუნვის საშუალება მისცემოდა.

მადონა გოგონას, რომელიც მომღერლის პირადი თვითმფრინავით ჩამოიყვანეს, ლონდონში მთელ ოჯახთან ერთად, ყოფილი მეუღლის, გაი რიჩის თანხლებით დახვდა. თუმცა მას ძალიან უნდა, მერსის არც ყურადღება მოაკლდეს და არც მისი სიჭარბე აწუხებდეს.

როგორც  მადონას მეგობარმა განაცხადა, ვარსკვლავს თავდაპირველად სურდა, რომ ბავშვები ერთად ყოფილიყვნენ. მაგრამ 3 წლის დევიდი ისეთი აღფრთოვანებით შეხვდა გოგონას, რომ უმჯობესად ჩათვალეს, ერთხანს მაინც მერსისთვის სიმშვიდე უზრუნველეყოთ.

„დევიდი აღფრთოვანებას ვერ მალავდა და მთელ სახლში ყვირილით დარბოდა. პატარას ეხვეოდა და აქეთ-იქეთ ატარებდა. ამიტომ გაისთან უოლტშირში გაგზავნეს“.

მეორე წყარო გვიამბობს, რომ მომღერალი, რომელიც წლებია, ელოდებოდა ამ მომენტს, გრძნობს, რომ ბოლოს და ბოლოს შეაგროვა თავის ირგვლივ ყველა შვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია