დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს „მოდინახე“ მეოთხედ გაიმართება
2017/05/03 12:19:53

 

ლიტერატურული კონკურსი „მოდინახე“ წელს მეოთხედ გაიმართება. გასულ წლებთან შედარებით საკონკურსო პირობებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას მათ, ვისაც სურს კონკურსში მონაწილეობა:


1.       საკონკურსო ნაწარმოების მოცულობა არ არის განსაზღვრული.


2.       საკონკურსო ნაწარმოები არ უნდა იყოს  რომელიმე კონკურსში გამარჯვებული.


3.       ნაწარმოების გამოქვეყნებულობას არ აქვს მნიშვნელობა.


4.       საკონკურსოდ ნაწარმოები უნდა გამოიგზავნოს აუცილებლად ელექტრონული მისამართით ვორდის ფაილის სახით, რომელიც შესრულებული იქნება ქართული უნიკოდით. სხვა სახით შემოსული მასალები საკონკურსოდ არ მიიღება და არც დასტურდება მისი მიღება. საკონკურსო მასალის ბოლოს მითითეული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ავტორის ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი. ავტორის ასაკი აუცილებლად უნდა აღემატებოდეს 18 წელს.


5.       ნაწარმოები იგზავნება მისამართზე rokorolandi@gmail.com და დასტურდება მასალის მიღება სიტყვით ,,მიღებულია“ გამოგზავნიდან 48 საათის მანძილზე მაინც. თუ დადასტურება არ მიიღეთ, მაშინ გამეორებით გამოაგზავნეთ მასალა.


6.       გამოგზავნის პერიოდი მკაცრად განსაზღვრულია და მოიცავს 01.05-დან 25.05-მდე პერიოდს.


7.       საკონკურსო ნაწარმოებებიდან შეირჩევა ფინალური ლექსები, რომელთა ავტორები მიიღებენ შეტყობინებას 10 ივნისამდე მათი ნაწარმოების ფინალში გადასვლის შესახებ.


8.       საკონკურსო ნაწარმოების ჟანრი მკაცრად განსაზღვრულია და აუცილებლად უნდა იყოს ლირიკული.


9.       შემოსული საკონკურსო მასალის გადარჩევაზე იმუშავებს მაღალი კვალიფიკაციის ლექსმცოდნე და გამოარჩევს მხოლოდ 10 ლირიკულ ნაშრომს. ფინალური ათი ლექსიდან სამი გამარჯვებული ნაწარმოების ავტორები ჯილდოვდებიან 500, 300 და 200 ლარით. ცალკე დაწესდება სიმპატიის პრიზები.


10.    გამარჯვებულთა ვინაობა იცის მხოლოდ კონკურსის ავტორმა დაჯილდოებამდე.


11.   ათი ფინალისტის გზის ხარჯებს ფარავს კონკურსის ბიუჯეტი, თითო ფინალისტზე, მაქსიმუმ, 50 ლარით. თანხა გადაეცემათ ფინალისტებს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინალურ დაჯილდოებამდე გზის ხარჯის გათვალისწინებით (ანაზღაურდება ბილეთის ღირებულება ორმხრივად).


12.   ფინალისტები დაჯილდოებამდე ეცნობიან ერთმანეთსა და ფინალურ ლექსებს.


13.   ფინალური შეხვედრა მოეწყობა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 24 ივნისს, 14 საათზე. მხოლოდ ფინალისტები ამის შემდეგ არტ-ტურის ფარგლებში მიწვეულნი იქნებიან საჩხერეში ა. წერეთლის სახლ-მუზეუმში, დაათვალიერებენ ზემო იმერეთის ღირსშესანიშნაობებს (ასევე გაეცნობიან სამთო წარმოების სპეციფიკას).


14.   ფინალისტები უზრუნველყოფილ იქნებიან კვებითა და სასტუმრო მომსახურებით (ფინალისტები იმერეთს ტოვებენ ფინალის მეორე დღეს).


15.    ფინალური ლექსების 10 ბალიანი შეფასება მოხდება ჟიურის წევრების მიერ.


16.   კონკურსში მონაწილეობა ეკრძალება მხოლოდ გასული წლების ,,მოდინახის“ პირველი ადგილის მფლობელებს.


17.   ფინალისტებისათვის, შეუძლია ნებისმიერ მსურველს, დააწესოს თავისი ,,სიმპატიის პრიზი“ და ამ პრიზების გადაცემას განახორციელებს ჟიურისთან შეთანხმების გარეშე.


18.   კონკურსანტების მხრიდან პრეტენზიები არ განიხილება. იმ ადამიანებს, რომელთაც ეეჭვებათ კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებათა ობიექტურობა, საკონკურსო მასალებს ნუ გამოაგზავნიან.


19.   კონკურსს მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, სამაუწყებლო კომპანია „იმერვიზია“, გაზეთი „ინდუსტრიული მაცნე“ და მედიასახლი „პოსტსკრიპტუმი“.


20.   კონკურსის გენერალური სპონსორია „ჯორჯიან მანგანეზი.“


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია