დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
აზიის განვითარების ბანკის სესხით, ქუთაისის ნაცვლად, ანაკლია განვითარდება
2012/04/30 13:54:37

2010 წლის 5 აგვისტოს საქართველოსა და აზიის განვითერების ბანკებს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პროგრამა ითვალისწინებდა ქუთაისის ურბანული გარემოს გაუმჯობესებას და ამორტიზებული ტრანსპორტის განვითარებას.

მთავრობის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ გაფორმებული ხელშეკრულება გაუქმდა და ქუთაისის ურბანულ განვითარებას ანაკლიის სანაპირო ზონის გაუმჯობესება ჩაანაცვლებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეცვლილი პროგრამა ახალი ტურისტული კერების დროულად და მაღალი სტანდარტებით განვითარებას მოხმარდება.

ქუთაისის ადგილობრივი მთავრობა ამ ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს. მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა, 2010 წელს თანამდებობაზე არ ვიყავი და შესაბამისად საკითხზე პასუხი არ გამაჩნიაო. მანვე გვირჩია,  მიბრძანდით  კეთილმოწყობის   სამსახურში და იქ დეტალურად გაგარკვევენო.

მთავრობის მიერ შეცვლილი პროგრამის შესახებ არც ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი ფლობს ინფორმაციას.

„მინდა გითხრათ, რომ აზიის განვითარების ბანკი ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციას აფინანსებს. მე, პირადად, მაგ საკითხზე ინფორმაცია  არ მაქვს,“- განაცხადა ჭანჭალეიშვილმა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე უკმაყოფილებას გამოთქვამს:

„როგორც ვიცი, აზიის განვითარების ბანკიდან ქუთაისის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის ოთხმოცი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. ახლა შეცვალეს და ეს თანხა ანაკლიის განვითარებას მოხმარდება. ქვეყნის შენებას მივესალმები, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. როდესაც ლაპარაკობენ, რომ ქუთაისი უნდა გადაიქცეს საპარლამენტო ცენტრად, შესაბამისად, ესაჭიროება ინფრასტრუქტურული განვითარება. დღეს ადგილობრივი სახსრებით გვიწევს ამ პროგრამების დაფინანსება.

ეს თანხა სერიოზულად შეცვლიდა ქალაქის იერსახეს,“- განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1478
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია