ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, 3-კილომეტრიან ხეივანში განთავსებული სამასამდე საგულდაგულოდ შეფუთული პალმა, კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით, დეკემბერში ბიაზით შეფუთეს. ცივი და გრძელი ზამთრის გასვლის შემდეგ, კეთილმოწყობის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ მათი „გამოჩენის“ დრო დადგა.
„სულ რამდენიმე დღეში აღმაშენებლის ხეივანზე განთავსებულ შეფუთულ პალმებს ბიაზს მოვხსნით და ხეივანი ისევ გალამაზებული იქნება,“ – აცხადებს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.
პალმების შეფუთვა, რომელთაც 10 გრადუსი ყინვისათვის ისედაც უნდა გაეძლო, 7 000 ლარამდე დაჯდა. ხოლო დამცავი გარსის მოხსნა ქალაქის ბიუჯეტს დამატებით 1000 ლარამდე დაუჯდება.