დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის გუბერნატორმა საჩხერეში იჩხუბა
2012/01/23 11:12:54

ჩვენი საკუთარი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, 13 იანვარს, საჩხერეში, საახალწლო კონცერტის დასრულების შემდეგ, ინციდენტი რესტორან „მევენახის სახლში“ გაგრძელდა (წყაროს თხოვნით, მის ვინაობას არ ვასახელებთ).

 

მისი თქმით, კონცერტის დასრულების შემდეგ, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, ქუთაისის და საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რესტორან „მევენახის სახლში“ გადაინაცვლეს. რესტორნის ორივე სართულზე სუფრა იყო გაშლილი და ჩინოვნიკები ლხინს მიეცნენ. ქეიფის პროცესში მთვრალმა ახალგაზრდა ქუთაისელმა მოხელემ ხმამაღლა შეიგინა: „ბიძინას დედა მოვტ...“ იქვე, სუფრასთან მჯდომი, საჩხერელი კაცი თანამემამულეს გამოესარჩლა: „ბიძია, ნუ აგინებ ბიძინა ივანიშვილს, მაგ კაცმა საჩხერისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა.“ ნაციონალმა დაუღრიალა: „ვის ეტლიკინები, შენი დედაც მოვტ...“ და მუშტი დაუშინა. ნაცემი საჩხერელი ადგილობრივებმა დაიცვეს და რესტორანში ინციდენტი მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა.

წყაროს თქმით, იმერეთის გუბერნატორი ხმამაღლა გაჰყვიროდა, მომაშორეთ ბიძინას ხალხი რესტორნიდანო, თავადაც ხელები დაიკაპიწა და ჩხუბში გაერია. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. როგორც იქნა, ჩინოვნიკებმა ჩხუბი დაამთავრეს და გართობაზე გადავიდნენ. ჩემი თვალებით ვნახე, მაქაცარია რესტორნის თანამშრომელ გოგონებს, ბოდიშით და, ტუჩებში კოცნიდა. ასე მოგვილოცა საჩხერლებს მთავრობამ ძველით ახალი წელი. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ჩემი სახელი და გვარი წერილში არ ახსენოთო, - დასძინა წყარომ.

 

*** 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსმა, ზეინაბ ხაჩიძემ რესტორან „მევენახის სახლში“ მომხდარი ინციდენტი უარყო და ჩვენთან სატელეფონო საუბარში თქვა:

ზეინაბ ხაჩიძე: „არა, ჩემო კარგო! არა, გენაცვალე! პირველად მესმის მსგავსი რამ, არა ვარ საქმის კურსში და კომენტარს ვერ გავაკეთებ.“ 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია