დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მამუკა მღვდელაძე „მემარჯვენეებს“ ტოვებს
2012/10/12 16:22:20

ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა მღვდელაძე პარტიიდან მიდის. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიის თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. მამუკა მღვდელაძე ქუთაისის საკრებულოში გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. როგორც თავად აცხადებს, ამ ეტაპზე იგი როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იმუშავებს. თუმცა, მისივე განცხადებით, გამორიცხული არაა, ყოფილი მემერჯვენე სულ მალე რომელიმე სხვა პარტიაში ვიხილოთ.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია