დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ობამას მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურები შეიცვლებიან?!
2012/09/11 13:00:15

ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში მისი ადმინისტრაციის საკვანძო ფიგურები შეიცვლებიან. თეთრმა სახლმა უკვე დაიწყო  ობამას მეორე საპრეზიდენტო ვადისათვის მზადება. როგორ ცნობილი გახდა, პრეზიდენტის მრჩევლებმა საკონსულტაციო შეხვედრები გამართესკაბინეტის წევრებთან, რათა გაერკვიათ, ვინ არის მზად გააგრძელოს მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა მეორე ვადით.

როგორც kommersant.ru წერს, არჩევნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურის დატოვების სურვილი გამოთქვეს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ფინანსთა მინისტრმა ტიმოტი გაიტნერმა. ასვე,  ვაშინგტონი  შეიძლება  დატოვონ ენერგეტიკის მინისტრმა სტივენ ჩუმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა კენ სალაზარმა.

kommersant.ru-ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში ობამას ადმინისტრაციაში შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომელთაც დაევალათ  საკადრო და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. თავად პრეზიდენტი ობამა კონსულტაციებში ჯერ-ჯერობით უშუალო მონაწილეობას არ იღებს.

„მას ახლა მხოლოდ ერთადერთი ამოცანა აქვს - გაიმარჯვოს არჩევნებში, ასე რომ ძირითად დროს ის თავისი საარჩევნო შტაბის თანამშრომლებთან ატარებს“ - განუცხადა წყარომ kommersant.ru-ს.  მისივე განცხადებით,  ობამას ადმინისტრაციის  სულ მცირე  ორი მნიშვნელოვანი  ფიგურა - ჰილარი კლინტონი და ტიმოტი გაიტნერი  აპირებენ თანამდებობების დატოვებას. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ, ასევე,  შეხვედრების  მთელი სერია ჩაატარა კაბინეტის აპარატის თანამშრომლებთან და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან, რათა გაერკვიათ, მათ შორის ვინ აპირებს სახელმწიფო სამსახურის გაგრძელებას.

საკადრო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის გარდა, შექმნილია ჯგუფი, რომელიც ფინანსურ დაგეგმარებაზე მუშაობს. თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლები უკვე შეუდგნენ 2014 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტის შედგენას და ერთდროულად შეიმუშავეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ორი ვარიანტი. ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებს იმ შემთხვევას, თუკი დეკემბერში კონგრესი გაზრდის აშშ ფედერალური ვალის ლიმიტს.

როგორც  kommersant.ru-ს ნიუ-იორკის ბიუროს წყარო ამტკიცებს, თეთრი სახლი მეორე საპრეზიდენტო ვადისათვის ასეთ მზადებას მკაცრად ასაიდუმლოებს, რადგან სურს, წინასაარჩევნო პერიოდში მაინც, თავიდან აიცილოს ადმინისტრაციის მნიშვნელოვან თანამდებობებზე კანდიდატების საჯარო განხილვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1427
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია