საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრომ აშშ–სთან მემორანდუმი გააფორმა
2013/04/15 15:58:22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტარა სონენშაინმა დღეს, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერამდე ტარა სონენშაინი და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ და სამომავალო გეგმები განიხილეს.

მემორანდუმი სტუდენტებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის განკუთვნილი “ფულბრაიტის (Fulbright) აკადემიური გაცვლითი პროგრამის” ფარგლებში არსებული კავშირების განმტკიცებასა და განვითარებას ითვალისწინებს. მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტთა და მეცნიერთა გაცვლას განათლების ყველა საფეხურსა და  სასწავლო/სამეცნიერო კვლევის ყველა დარგსა და სფეროში, გაძლიერდება კავშირები ორი ქვეყნის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს შორის.

ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტიპენდია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ქართველ სტუდენტებსა და მეცნიერებს სთავაზობს. ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებისას ამერიკის მხარე კოორდინირებას გაუწევს საქართველოში „ფულბრაიტის პროგრამის“ დაფინანსებას, მართვასა და განხორციელებას.

ფულბრაიტის სტიპენდიის პროგრამა 1946 წელს დაიწყო. პროგრამის ფარგლებში ათასობით მეცნიერმა ჩამოაყალიბა გრძელვადიანი პროფესიული ურთიერთობები თავიანთ კოლეგებთან აშშ-ში, განახორციელა ერთობლივი კვლევები, გამოსცა მეცნიერული პუბლიკაციები და ა.შ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1576
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია