დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანუატუ აფხაზეთს აღარ აღიარებს!
2013/05/20 13:18:00

„ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებლ სახელმწიფოდ აღიარება გააუქმა.“ – ამ წარწერით გაჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტო, რომელზეც სააკაშვილი ვანუატუს პრემიერ-მინისტრ მოანა კარკასესთან ერთადაა გადაღებული.

მოანა კარკასესი ქვეყნის პირველი პირი 2013 წლის მარტის ბოლოდანაა.

შეხვედრის დეტალებზე პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდი არაფერს იტყობინება. ოფიციალური განცხადებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ დრომდე არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, შეთანხმება საქართველოს პრეზიდენტისა და ვანუატუს პრემეირ-მინისტრის შეხვედრის დროს შედგა.

შეგახსენებთ, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვანუატუმ 2011 წლის დასაწყისში ცნო.

(ბ.ი.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია