დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა შედგა
2012/10/09 12:35:49

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს  ავლაბრის რეზიდენციაში პრემიერმინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მათ შეხვედრას მთავრობის და კოალიციის სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" მხრიდან სამუშაო ჯგუფში შედიან: ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, სოზარ სუბარი და დავით უსუფაშვილი, ხოლო მოქმედი ხელისუფლების მხრიდან - გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დავით ბაქრაძე. 

შეხვედრა მხოლოდ ფოტორეპორტიორებმა გადაიღეს და განცხადებები შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

ბიძინა ივანიშვილი:  "დღევანდელი შეხვედრა გახლდათ  იმ ჯანსაღი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ – როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ორივე მხარეს განცხადებული გვქონდა - ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროკავშირისაკენ და საქართველო მოახერხებს, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა".

  მიხეილ სააკაშვილი: "დღეს არის ისტორიული პროცესი, პირველად ამ რეგიონში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და ამას ჩვენ ვცემთ პატიცვს. ჩენ ვისაუბრეთ და, რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავაებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ, ეროვნულ საკითხზე, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ მთავრობებს შორის ფუნქციების გადაცემა   მოხდეს ექსცესების გარეშე, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია