პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი დაკავებულ თანამდებობას უახლოეს დღეებში დატოვებს.
ვინ შეცვლის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ამ პოსტზე, სავარაუდოდ, ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურა განიხილება. კოპალიანის განათლების და მეცნიერების მინისტრად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ხმები ჯერ კიდევ კოპალიანის ქუთაისში ჩამოსვლამდე და მერად დანიშვნამდე გავრცელდა.