საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„გეოვიქტორინა“ 30-ე საჯარო სკოლაში
2014/05/07 14:15:52

30-ე სკოლაში ყოველ წელს დაწყებითების კათედრა ატარებს ვიქტორინას. წელს გადავწყვიტეთ, გეოგრაფიას შევხებოდით და  „გეოვიქტორინა“ ჩავატარეთ. მისი მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის გაუმჯობესება, ინტელექტის ამაღლება და ცოდნის გაღრმავება. ბავშვები გაეცნენ ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს. შეძლეს ბუნებრივი კატასტროფებისა და მოვლენების ამოცნობა. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება.


პროექტი სამი დღე მიმდინარეობდა:


IV კლასებში - 30 აპრილი

III კლასებში - 1 მაისი

II- კლასებში - 2 მაისი


პაექრობაში ჩაერთვნენ პარალელური კლასების ნაკრებები, თითო გუნდში 6-6 მოსწავლე იყო, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ თავიანთი სახელები და ჰყავდათ გუნდის კაპიტანი. 


 

ვიქტორინა ჩატარდა 7 ტურად. ჯგუფებს ამოსაცნობი ჰქონდათ ანდაზები, გამოცანები, შარადები, ცხოველები და ფრინველები, ბუნებრივი კატასტროფები, ბოლოს კი მოეწყო ლიდერთა ტური და გამოვლინდნენ ლიდერები. პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება.

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია