დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სათაფლიის ნაკრძალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა
2011/04/19 16:31:38

სათაფლიის ნაკრძალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდა.

საუბარია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელიც იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებთან, მდებარეობასთან, ფართობსა და საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივან გიორგი ხუროშვილის განმარტებით, ინიციატივა სათაფლიის ნაკრძალის ყველა ტურისტული მარშრუტის ათვისებასა და რაც შეიძლება მეტი ინვესტიციის მოზიდვას ისახავს მიზნად. კერძოდ, მის ნაწილს აღკვეთილის კატეგორია მიენიჭება.

„მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, ტურისტული ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება მეტად განვავითაროთ“, - აღნიშნა გიორგი ხუროშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია