24 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან ბუცხრიკიძე და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა გოცირიძე თერჯოლას ეწვევიან.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად თერჯოლის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე დაათვალიერებენ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან პროექტის მიმდინარეობას გაეცნობიან პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში მიხეილ ჩოგოვაძე და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ფანჩულიძე.
ქ. თერჯოლის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალური მომსახურების განვითარების პროექტის ფარგლებში.
დაფინანსების წყაროებია საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი; ობიექტის საკონტრაქტო ღირებულებაა 1 200 000 ლარი; ბენეფიციართა მიახლოებითი რაოდენობა – 6 000 მოსახლე.