საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბრალდება
"კავკასუს ონლაინის’’ ყოფილი მფლობელი: " კალაძემ ,,კავკასუს ონლაინის’’ ნაძარცვი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა"
2014/07/29 23:06:35
კავკასუს ონლაინის’’ ყოფილი მფლობელის მტკიცებით, ,,კავკასუს ონლაინი’’ კახი კალაძემ იყიდა. მამია სანადირაძე ,,კომერსანტთან’’ კომპანიის იძულებით დათმობისა  და ამჟამინდელი მფლობელების მხრიდან კომპანიის თაღლითურად მიტაცების დეტალებზე  საუბრობს.
ბიზნესმენი განმარტავს, რომ წინა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა სიცოცხლის მუქარით იძულების გზით ხელი მოაწერინეს ხელშეკრულებას, სადაც ის ყველაფერზე თანხმდებოდა.
მისი თქმით, 2010 წლის 24 მარტს მას კომპანიის 50%-იანი წილი, ერთი წლის შემდეგ კი მის მფლობელობაში დარჩენილი კომპანიის 30%-იანი წილი დაათმობინეს, სულ ჯამში 80 %.
როგორც მამია სანადირაძე ამბობს, მას ქონების იძულების გზით წართმევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს, თუმცა პროკურატურაში შეტანილი სარჩელი 2 წელია გაჩერებულია და მის საქმეზე გამოძიება არ მიმდინარეობს.

მისივე ცნობით, ,,კავკასუს ონალინის’’ ქონება წინა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების-ხვიჩა მაქაცარიასა და ლევან ყარამანაშვილის ხელში აღმოჩნდა, რომელთაც ახალი ხელისუფლების პირობებში ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კახი კალაძე მფარველობს.
სანადირაძის ინფორმაციით, კალაძემ ,,კავკასუს ონლაინის’’ ნაძარცვი ქონება თავის სახელზე გადაიფორმა. მისივე ცნობით, კანონმდებლბით არ არსებობს ზღვარი რა ვადაში მოხდება საქმის გამოძიება, რასაც მოქნილად იყენებენ ახლადგამომცხვარი მაღალჩინოსნები და ქონებებს ინაწილებენ.
მისი განცხადებით, კალაძე ვერ ჩაითვლება 56%-იანი წილის პატიოსან შემსყიდველად, რადგან ,,კავკასუს ონლაინის’’ ქონება კრიმინალური გზით იქნა მიტაცებული.

როგორც დაზარალებული ბიზნესმენი ამბობს, ისღა დარჩენია ახალი ხელისუფლების მოსვლას დაელოდოს, პროკურატურა ახალი კადრებით დაკომპლექტდეს და მისი და კიდევ ძალიან ბევრი საქმის გამოძიება დაიწყოს.
სანადირაძეს იმედი არ აქვს, რომ ახალი ხელისუფლება წართმეულ ქონებას დაიბრუნებს, რადგან წინა ხელისუფლების ქონების მიტაცების მანკიერი პრაქტიკა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გრძელდება.

სანადირაძის განცხადებით, კახი კალაძე და ხვიჩა მაქაცარია ჩაერივნენ რუსთავის ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ტენდერშიც და გააგრძელდეს ქონების მიტაცების ის პრაქტიკა და ამ გზით ბიზნესს აფართოებენ. როგორც მამია სანადირაძე აცხადებს, მისთვის ჩამორთმეული კომპანიის 80%-იანი წილიდან 24% - ი კრედიტორებზე გადაფორმდა, 56 % კი კალაძის საკუთრება ხდება.

წყარო:  ელენე გოგბერაშვილი 

http://commersant.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია